12
ივნ
2018

ქართული სტარტაპები და კერძო კომპანიები გლობალურ ღონისძიებაზე – Startup GRIND ლონდონში

12 ივნ 2018

დღეს, 12 ივნისს, გლობალური ღონისძიება “Startup Grind Tbilisi-ს“ მიწვევით, ქართული სტარტაპები, კერძო კომპანიები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, 5 დღით, ლონდონში გაემგზავრნენ. ვიზიტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით შედგა და მის მიზნად საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა, ცოდნის გაღრმავება და საჭირო კონტაქტების დამყარება განისაზღვრა.

“Startup Grind Europe-ის“ 2 დღიანი ძირითადი პროგრამის გარდა, რომელიც 13 და 14 ივნისს გაიმართება, დაგეგმილია პანელური დისკუსია Google Campus-ში. “Startup Nation Day-ზე“ საქართველოსთან ერთად ესტონეთი და ლონდონი წარდგებიან. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით კი, იმავე დღეებში, 13 და 14 ივნისს, 8 ქართველ სატარტაპს საშუალება მიეცემა, “Startup Grind London-ის“ ექსპოზიციაზე გამოიფინონ.

ქართული კომპანიების ადგილობრივებთან შეხვედრა მოეწყობა “Westminster Hall-ში“. თემთა პალატაში ქართულ-ბრიტანული ბიზნეს მიღება გაიმართება, რომელსაც სს მისო „კრისტალი“ და „ფონდი კრისტალი“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას დეპუტატი ფაბიან ჰამილტონი და 80-მდე საპატიო სტუმარი დაესწრება, მათ შორის: ლორდთა და თემთა პალატის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში, ქართულ-ბრიტანული სექტორის წარმომადგენლები და სტარტაპ ევროპის ქართველ-ბრიტანელი სტარტაპები.

რაც შეეხება “London Tech Week-ს“, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტექნოლოგიურ ღონისძებაზე დასწრების საშუალებას, ქართველ დელეგატებს, კომპანია „ორიენტ ლოჯიკი“ აძლევს.

“Google entrepreneur-ის“ მიერ დასპონსორებული გლობალური ღონისძიება “Startup Grind” 2010 წელს დაარსდა და უკვე 115 ქვეყანაში, 300 ქალაქში, მათ შორის, უკვე თბილისშიც ფუნქციონირებს. სწორედ “Startup Grind“ Tbilisi-ის მეშვეობით, წელს უფრო გაფართოებული წარმომადგენლობის ჩასვლა მოხერხდა ლონდონის კონფერენციაზე.

მონაწილეები არიან: “Enterprise Georgia“, “Georgian Innovation and Technolog Agency“, “British Embassy”, “Orient Logic”, “Crystal Fund”, “British Georgian Chamber Commerce”, “Embassy of Georgia in UK”, “European Business Association”.

სტარტაპები: V-Rex immersive ; Quickcash; Pulsar AI; Lingwing; Winefinder და ახალგაზრდა ანტერპრენუარების სკოლა – Lingua; Pick.ge;
Hony5500; Netwise.

Marketer.ge დეტალურად შემოგთავაზებთ ღონისძიების შესახებ ინფორმაციას. 

განხილვა