in

სტარტაპებისთვის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

19 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო რუმსში, წლის შემაჯამებელი სტარტაპ ღონისძიება, Startup Grind Tbilisi-ის ორგანიზებითა და Google Developers Group; Touch Digital Summit; DevOps Georgia; UG Startup Factory-სთან თანამშრომლობით გაიმართება. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, წლის განმავლობაში სტარტაპ სფეროში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს მიმოიხილავენ, რაც წვეულებით (Startup Party) გაგრძელდება.

BOG
BOG

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული სტარტაპები, რომლებმაც 2019 წელს მილიონზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს: Pulsar AI; Influence Georgia; Biochimpharm; Shelf Network და Pixelart. ასევე, განხილული იქნება წლის განმავლობაში განხორციელებული სტარტაპ პროგრამები და აქტივობები, რაც მათ განვითარებასა და გლობალურ ექსპანსიაზე იყო ორიენტირებული. გარდა ამისა, ღონისძიების ორგანიზატორები სტუმრებს მომავალი წლის გეგმებს გააცნობენ, რაც 2020 წელს განხორციელდება სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად.

ასევე, ღონისძიების განმავლობაში იწარმოებს საქველმოქმედო კამპანია, რომელიც საქველმოქმედო პლატფორმა “ჩართესთან” ერთად განხორციელდება. ღონისძიების ორგანიზატორების მიზანია, მომდევნო წელს, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს ტექნოლოგიებთან და ინტერნეტთან წვდომა. სწორედ ამიტომ, ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება “ჩართეს”, რომელიც აქტიურად მუშაობს რეგიონებში, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მოზარდების თანამედროვე ცხოვრებაში ინტეგრაციაზე.

სტარტაპ ღონისძიების მთავარი მხარდამჭერები არიან: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; BOG ფინტექი; დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საელჩოები საქართველოში, აჭარა ჯგუფი და თელიანი ველი. ღონისძიების მედია პარტნიორი Marketer.ge

წლის შემაჯამებელ სტარტაპ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბილეთები ხელმისაწვდომია აქ ბმულზე 

ხშირად ის, რაც სასწრაფოა, აუცილებელი არ არის და პირიქით – ეთუნა მუნჯიშვილი

როგორ მოვიქცეთ, როცა გათავისუფლებული თანამშრომელი ტალახს გვესვრის?