10-12 დეკემბერს, თბილისი „სტარტაპ გრაინდის“ „ონლაინ“ ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით იმართება, Marketer.ge კი მისი მედია პარტნიორია.
კონფერენცია 5 000-ზე მეტ მონაწილეს და სტარტაპებს აერთიანებს 50-მდე ქვეყნიდან. 100-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერთან ერთად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი, „სილიკონ ველის“ ანტრეპრენერი, სტივ ბლანკი იქნება.
„სტივ ბლანკის მრავალწლიანი გამოცდილება არაერთ ინოვაციურ კომპანიას და წარმატებულ პროექტს უკავშირდება. მას თანამედროვე ანტრეპრენერობის მამასაც უწოდებენ და განიხილავენ როგორ ერთ-ერთ საუკეთესო მრჩეველს სტარტაპ ინდუსტრიაში. სწორედ სტივ ბლანკმა შეცვალა მიდგომები, თუ როგორ ისწავლება მეწარმეობა, როგორ იქმნება თანამედროვე სტარტაპები და როგორ შეიძლება მეცნიერების კომერციალიზაცია. მას ეკუთვნის Lean Startup მოძრაობის შექმნა და მისივე ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო სტარტაპებისთვის „ოთხი ნაბიჯი შემეცნებამდე“. მისი რჩევები უდევს საფუძვლად არაერთი კომპანიის თუ მთავრობის ხედვას ინოვაციების კუთხით“.
სტივ ბლანკის მიერ დაფუძნებული კომპანიები ძირითადად ტექნოლოგიების დარგში ოპერირებენ. მათ შორის არიან (1) Convergent Technologies, რომელიც კომპანია Pixar-ის გრაფიკულ აღჭურვილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, (2) SuperMac, რომელიც სამხედრო დაზვერვის სისტემებს ქმნის, (3) ვიდეო თამაშების კომპანია Rocket Science Games და სხვა მრავალი.
სტივ ბლანკი არაერთი წიგნის ავტორია. მის „ეპიფანიის ოთხ ნაბიჯს“ სტარტაპერების სახელმძღვანელოდ მოიხსენებენ. ის ასწავლის სტენფორდის, კოლუმბიის, ბერკლის და ნიუ – იორკის უნივერსიტეტებში, დაფუძნებული აქვს ფონდები მეცნიერების, ინოვაციებისა და სამხედრო თავდაცვის მხარდასაჭერად.
„სტარტაპ გრაინდის“ ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია „საქართველოს ბანკთან“, „აჭარაბეთთან“ და „სილიკონ ველის“ აქსელერატორ USMAC-თან პარტნიორობით ხორციელდება.
„სამდღიან ვირტუალურ ღონისძიებაზე სტივ ბლანკთან ერთად, გამომსვლელები იქნებიან მარკეტინგის გურუ გაი კავასაკი, Treasure Data-ს დამფუძნებელი ბილ ტაი, კომპანია Oracle-ს ვიცე-პრეზიდენტი ლუკ კოვალსკი და სხვები“.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. “Early Bird” ბილეთების შეძენა შესაძლებელია 3 დეკემბრამდე, ვებგვერდზე startupgrind.ge.
[R]