in

Startup Grind Tbilisi ბრიტანელ ინვესტორ ნელსონ გრეის უმასპინძლებს

28 იანვარს, 19:00 საათზე, „სტარტაპ გრაინდი“ ბრიტანელ ინვესტორ ნელსონ გრეისთან მართავს შეხვედრას. ღონისძიება სასტუმრო Wyndham Grand-ში ტარდება და მისი მთავარი მიზანია საქართველოში „ენჯელ ინვესტინგის“ პოპულარიზაცია და სტარტაპერების წახალისება. შეხვედრა მსოფლიო ბანკთან, ევროკავშირთან და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით იმართება.

BOG
BOG

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ნელსონ გრეი, საზოგადოებას, 20 წლიან გამოცდილებას გაუზიარებს და ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად პრაქტიკულ რჩევებს მიცემს.

„ნელსონ გრეი გახლავთ ბიზნეს ინვესტორთა ჯგუფების წევრი, მან 50-ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სხვადასხვა კომპანიაში. სხვადასხვა პერიოდში იყო მრავალი წარმატებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მენტორი და დღემდე აგრძელებს თავისი ფართო ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებას ბიზნეს ლიდერებისთვის. ასევე, ანტრეპრენერების მომზადებას იმისათვის, რომ მათი ბიზნესი უფრო მასშტაბური გახდეს. ნელსონ გრეიმ, 2008 წელს, წლის „საუკეთესო ევროპელი ბიზნეს ანგელოზის“ სტატუსი დაიმსახურა,  2015 წელს კი, საწარმოების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებული ჯილდოს მფლობელი გახდა“.

ინვესტორ ნელსონ გრეისთან შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.

„ღონისძიების პარტნიორები არიან: Wyndham Grand Hotel, Teliani Valley, Nexia TA, Ilia State University, Marketer.ge, Palitra Media“.

რა იქნება შენ შემდეგ? – ანა ღვინიანიძე, #აზრები

ცვლილება გუნდური თამაშია! – Adidas კამპანიით Superstar-ის 50 წელს აღნიშნავს