13 სექტემბერს თბილისში Startup Grind–ის ( www.startupgrind.com) ფორმატის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მედია პარტნიორია Marketer.ge
Startup Grind–ის წარმომადგენელი თბილისში ვატო ფარცხალაძე ამბობს, რომ ეს არის გლობალური ერთობა (community), რომლის ძირითადი მიზანია მეწარმეების ერთმანეთთან დაკავშირება, წარმატებული startup-ების გამოვლენა, მათი გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების ინსპირირება და ა.შ.
ვატო ფარცხალაძე : „ღონისძიების სტრუქტურა შედგება 20-30 წუთიანი გასაუბრებით (Interview) მეწარმესთან. ის საუბრობს, როგორ შეძლო თავდაპირველი იდეიდან წარმატებული კომპანიის შექმნა. ანუ, პუბლიკას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. შემდგომი ნახევარი საათი კი ეთმობა „ნეთვორქინგს“ . ღონისძიებას აქვს საკუთარი ბლოგი –
M: ვინ იქნება სპიკერი?
13 სექტემბერს ღონისძიების სპიკერი იქნება ვაკო ტოგონიძე, კომპანია „გრატოს“ თანადამფუძნებელი და დირექტორი.
M: ვის და როგორ შეუძლია დაესწროს ღონისძიებას?
დასწრება უფასოა. მხოლოდ საჭიროა რეგისტრაციის გავლა შემდეგ მისამართზე – http://bit.ly/1nAk5GQ
M: ვის ეკუთვნის ღონისძიების იდეა და ვინ ახორციელებს ?
საქართველოში მსგავსი ღონისძიების დანერგვის იდეა გვეკუთვნის Georgian Entrepreneurs Network-ის დამფუძნებლებს. მე გავხდი ამ გლობალური ერთობის წარმომადგენელი თბილისში (Startup Grind Tbilisi Chapter Director). ღონისძიების გლობალური სპონსორია Google for Entrepreneurs, ხოლო ადგილობრივი სპონსორი Georgian Entrepreneurs Network-ი(www.ent.ge). ღონისძიების თანაორგანიზატორია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (www.gita.gov.ge)
M: რაც შეეხება ღონისძიების მიზანს . . .
გვაქვს სურვილი, საქართველოში ხელი შევუწყოთ ენტრეპრენერული კულტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოების მენტალურ ცვლილებას. საზოგადოების ნაწილს გახდის უფრო აქტიურს საკუთარი ცხოვრების, ბედის განსაზღვრაში. შედეგად იქნება თავისუფალი და ნაკლებად დამოკიდებული მთავრობაზე. საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე სასურველია “Entrepreneurship”- ისპოპულარიზაცია. ეს ღონისძიება სწორედ ამ მიზანს ისახავს.
M: რამდენად მნიშვნელოვანია Startup Grind–ი ადგილობრივი მეწარმეებისთივის?
Startup-ებისთვის ან იმათთვის, ვინც სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას ფიქრობს განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს. ღონისძიების ფარგლებში მათ, როგორც ენტრეპრენერის გამოცდილების გაზიარების, ასევე მენტორებისა და პოტენციური ინვესტორების გაცნობის შესაძლებლობა ეძლევათ. ამასთან, Startup Grind-ი პოპულარული გლობალური მოძრაობაა. შესაბამისად, სპიკერი ღონისძიებაში მონაწილოებით თავისი კომპანიის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
M: თუ გეგმავთ ასეთივე ღონისძიების მომავალში ჩატარებას?
ვგეგმავთ, ღონისძიება იყოს ყოველთვიური. ასევე, გვაქვს სურვილი, მოვიპატიჟოთ არა მხოლოდ ენტრეპრენერები, არამედ ვენჩერული ფონდების წარმომადგენლები, ბიზნეს ანგელოზები, მკვლევარები რომლებიც საქართველოში სამეწარმეო გარემოზე/პოლიტიკაზე მუშაობენ.
შეგახსენებთ რომ თბილისში პირველი Startup Grind 13 სექტემბერს სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართება, დასაწყისი 14:00 საათზე. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, საჭიროა რეგისტრაცია.