in

როგორ მიმდინარეობს Startup GRIND და რა მნიშვნელობა აქვს მასში ქართული სტარტაპების მონაწილეობას – სიუჟეტი ლონდონიდან

Startup Grind Europe-მ სტარტი 12 ივნისს აიღო, 13 და 14 ივნისს კი, 8 ქართულ სატარტაპს ჰქონდა Startup Grind London-ის ექსპოზიციაზე გამოიფენის შესაძლებლობა. მათ საერთო მიზნები აერთიანებდათ – საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება, გლობალური ინვესტიციების მოზიდვა და საჭირო კონტაქტების დამყარება. კომუნიკაციების სპეციალისტ – ნინო ლაშხის სიუჟეტიდან შევიტყობთ ქართული სტარტაპების მოლოდინებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც მათ გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობა უქმნით.

bog
bog-mob

რესპონდენტები: ვატო ველიაშვილი – Lingwing, მარიამ რუსიშვილი – Quickcash და George Welton – American Chamber of Commerce-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Startup Grind უკვე დასასრულს უახლოვდება. საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით კიდევ რამდენიმე რესპონდენტს, მათ შორის, Cars-ის დამფუძნებელ – Roman Muler-ს, VRex Immersive-ს CEO – ნიკოლოზ გოგოჭურს, Pulsar AI-ს თანადამფუძნებელ და CEO – დაჩი ჭოლაძეს და WeTransfer-ის პრეზიდენტს, აქციონერსა და CMO – Damian Bradfield-ს, RewardStyle-ს თანადამფუძნებელსა და პრეზიდენტ – Amber Venz Box-ს და ასევე, Derek Andersen-ს, Startup Grind-ის დამფუძნებელსა და CEO-ს. 

Google entrepreneur-ის მიერ დასპონსორებული გლობალური ღონისძიება – Startup Grind 2010 წელს დაარსდა, დღეისათვის კი, 115 ქვეყანასა და 300 ქალაქში, მათ შორის, უკვე თბილისშიც ფუნქციონირებს.

Startup Grind Europe-ზე ქართული საჯარო და კერძო სექტორის ვიზიტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით შედგა.

ღონისძიების მონაწილეები: Enterprise Georgia, Georgian Innovation and Technolog Agency, British Embassy, Orient Logic, Crystal Fund, British Georgian Chamber Commerce, Embassy of Georgia in UK, European Business Association.

ღონისძიებაში მონაწილე სტარტაპები: VRex Immersive; Quickcash; Pulsar AI; Lingwing; Winefinder და ახალგაზრდა ანტერპრენუარების სკოლა – Lingua; Pick.ge; Honey5500; Netwise.

4 რჩევა სასტუმროს შემოსავლების გასაზრდელად

500 კვ.მ-ზე პლასტმასის ნარჩენებისგან გაშენებული “მომავლის ტყე”!