7
Dec
2018

„კაბა“ – ქალის ყოველდღიური და კლასიკური სტილის სამოსი და აქსესუარები

7 Dec 2018

Startauperi
Startauperi


მაღაზია „კაბა“, თბილისში, დიდი ხანია არსებობს, მაგრამ როგორც ოფიციალური ბრენდი, 2 წლის წინ შეიქმნა. კომპანიის ბრენდ მენეჯერი სოფო ცქიფურიშვილი ამბობს, რომ კომპანიის გამოცდილი დიზაინერები ხარისხიან პროდუქტს ქმნიან და სწორედ ესაა მათი უპირატესობა.

სოფო ცქიფურიშვილი – „კაბას“ ბრენდ ამბასადორი

სოფო ცქიფურიშვილი: მომხმარებელს ქალის ყოველდღიურ და კლასიკური სტილის კოლექციებს ვთავაზობთ. „კაბა“ არის კომპანია, სადაც გამოცდილ და ძლიერ დიზაინერთა ჯგუფთან ერთად ვმუშაობთ – ჩვენ ვირჩევთ კონცეფციას, თუ როგორი გემოვნებისა და სახის მოდელებია საჭირო, რის მიხედვითაც ისინი ქმნიან ნიმუშებს. შემდეგ ერთად ვამუშავებთ ესკიზებს, ვეცნობით მსოფლიო მოდის ტენდენციებს და რაც მთავარია, მას საქართველოს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვარგებთ. ჩვენი პოლიტიკაა, შევქმნათ მაღალი ხარისხის პროდუქტი.

M: როგორ გაჩნდა „კაბას“ შექმნის იდეა? 

ს.ც. : „კაბა“, როგორც ბრენდი, ოფიციალურად, 2 წლის წინ შეიქმნა. ეს ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა – შექმნილიყო დიზაინერთა პროდუქციის მასობრივი და ამავდროულად, ხელმისაწვდომი წარმოება.

მოდელი: თაკო ნაცვლიშვილი

M: ვისთვისაა ბრენდი, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? 

ს.ც. : ბრენდი საქმიანი ქალისთვის ყოველდღიური და კლასიკური სტილის კოლექციას აწარმოებს. „კაბა“ არის მათთვის, ვისაც სურს, თავი ნებისმიერ სიტუაციაში კომფორტულად იგრძნონ. მაღაზიაში მოსულ სტუმარს, მოდელის შერჩევის შემთხვევაში, საშუალება აქვს, სასურველი ზომა შეუკვეთოს, ან სულაც, კონკრეტული ქსოვილით, რომელიღაც მოდელი შექმნას.

განსაკუთრებულს რას სთავაზობთ მომხმარებელს, რით არის ბრენდი გამორჩეული? 

ს.ც. : როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს კომპანიაში დიზაინერთა ძლიერი ჯგუფია, რომლებთან ერთადაც კოლექციაზე ვმუშაობთ, ვქმნით გამორჩეულ და ხარისხიან პროდუქტს, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოდის. ასევე, ვცდილობთ, მომხმარებლებს, მუდმივად ახალი პროდუქტი მივაწოდოთ, რაც მათ მუდმივობას განსაზღვრავს.

M: თუმცა, კონკურენცია საკმაოდ დიდია . . . 

ს.ც. : ჩვენი საქმიანობის ისტორია 20 წელს ითვლის. ამიტომ, დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, უმტკივნეულოდ გავუმკლავდეთ კონკურენტ ბრენდებს. „კაბას“ მთავარი იარაღი განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქტია. დღეს ორი მაღაზია გაქვს – პეკინის ქუჩა №19-სა და სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი”.

M: რა სირთულეებს აწყდებით?

ს.ც. : სირთულეები მრავალმხრივი გვქონდა, რადგან ხალხი არ იყო მზად ასე მასობრივად ქართული პროდუქციის შესაძენად. დღეს სირთულეების 80% პროცენტი გადალახული აქვს ჩვენს ბრენდს.

M: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . . 

ს.ც. : კომპანია გაფართოებას აპირებს, რაც 2 მიმართულებით განხორციელდება: ვფიქრობთ, საბავშვო ხაზის დამატებას და ინდივიდუალურ შეკვეთებზე აქტიურად მუშაობას – საქორწილო და საღამოს კაბების ეგზემპლარების შექმნას. ვაპირებთ, პრემიუმ კოლექციის ხაზის ჩამოყალიბებასაც, რომელიც „კაბას“ შვილობილი ბრენდი იქნება. ვგეგმავთ, მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ჩვენებაზე და რაც მთავარია, დავიწყოთ ჩვენი საწარმოს მშენებლობა. გარდა ამისა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან. გვაქვს მოლოდინი, რომ „კაბას“ ექსპორტზე ძალიან მალე ვიხილავთ.

განხილვა