10
Aug
2018

5 რამ, რაც სტარტაპერებმა უნდა იცოდნენ ლოგოს შესახებ!

10 Aug 2018

დგება მომენტი, როდესაც იდეა ხდება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ჩანაფიქრი. შენ ამ მომენტს, დაახლოებით, ასე გრძნობ “ვაუ, ეს მართლა ხდება”! და სანამ ბრენდინგისთვის გამონახავ რესურსებს, გჭირდება რაღაც, რაც დასაწყისში გაყიდვებში დაგეხმარება. ბრენდის სახელის შემდეგ, როგორც წესი, ლოგო ექცევა ყურადღების ცენტრში.

statiebi-bog
statiebi-bog

იდეა ლოგოს მიღმა

ლოგო განასახიერებს პროფესიონალიზმს. სანამ შენი სტარტაპი ჯერ კიდევ სადღაც სარდაფში ან ავტოფარეხშია განთავსებული, ლოგო მომხმარებლებს უყვება შენი ბიზნესის რეალურ არსზე. ამიტომ, სანამ “ფეინთში მოხაზულ” სიმბოლოს გადააქცევ შენი სტარტაპის ვიზუალურ იდენტობად, დაფიქრდი – შენ გჭირდება ლოგო, რომლითაც იამაყებ. შენი ლოგო უნდა მოგწონდეს, რადგან ის იქნება ყველგან – ვებგვერდზე, პროდუქტებზე, ბიზნეს ბარათებზე, გაზეთებზე, ინვოისებზე, სოციალურ მედიაში, რეკლამებში, მოკლედ, ყველგან. დაუთმე მეტი დრო და შეარჩიე ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს შენს სათქმელს.

ლოგოსთვის არ გჭირდება დიდი დანახარჯი

ყველგან, სადაც მიმოიხედავ, მსხვილი კომპანიების ლოგოს დიზაინებს განიხილავენ, თუმცა, შენი “გაქანების” სტარტაპერს თუ არ სჭირდება ძვირადღირებული სერვისის შეკვეთა. საამისოდ შეგიძლია გამოიყენო ისეთი დიზაინ საიტები, როგორიცაა Fiverr, Upwork, 99 Designs ან ფრილანსერი დიზაინერები, რომლებიც $100-ზე ნაკლებად გაგიკეთებენ ლოგოს და არჩევანის საშუალებასაც მოგცემენ.

არ შეიზღუდო თავი

ნუ დაუშვებ შეცდომას და ნუ შეიზღუდავ თავს ლოგოს გამო. დაიმახსოვრე, რომ სტარტაპი დინამიური რამაა და მომხმარებლების უკუკავშირი და გარკვეულ მონაცემთა ანალიზი ახალი მიმართულებებისკენ მოგცემს გზას. ნუ შექმნი ლოგოს, რომელიც ერთ კონკრეტულ პროდუქტს ასახავს – ეს სარისკოა. ამის ნაცვლად, უფრო აბსტრაქტული და მოქნილი გადაწყვეტა მოუძებნე. შეგიძლია, ცვლილებებთან და სიახლეებთან ერთად, ცვალო ლოგოც. სიმბოლოს შექმნისას გამოხატე ბიზნესის არსი და არა კონკრეტული პროდუქტი ან მომსახურება. ბრენდინგი უნდა იყოს ემოციური, ასახავდეს საქმიანობას, მის ატმოსფეროს მთლიანობაში – ფონტი, ფერი, მოხაზულობა, მთლიანი კონცეფცია…

კონცენტრირდი საკვანძო ფაქტორებზე

შენი სტარტაპის პირველი ლოგო შეიძლება არ იყოს რომელიმე ჯილდოს მფლობელი, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს – იყოს მარტივი, დასამახსოვრებელი და საქმიანობის შესაბამისი. მართალია, სათქმელად უფრო ადგილია, თუმცა ამ სამი პუნქტის გათვალისწინება ნამდვილად წაგადგება.

გადახედე სხვების ნამუშევრებს

როცა საქმე ლოგოს დიზაინს ეხება, სხვისი, განსაკუთრებით კონკურენტის ნამუშევრის დაკოპირება მიუღებელია. აი, სხვისი წარმატების ისტორიის კარგად გააზრება კი ძალიან სასარგებლოა. შეისწავლე, როგორი გადაწყვეტა აქვთ ლოგოს დიზაინში სხვა სტარტაპერებს, ეს საინტერესო ინფორმაციას მოგცემს.

გულახდილად რომ ვთქვათ, ლოგოდიზაინის პროცესი, დასაწყის ეტაპზე, არც ისე რთულია. ლოგო არაა საკვანძო ფაქტორი – მთავარია იდეა.

“შექმენი ლოგო და თან იცოდე, რომ ის შეიცვლება,” – გვირჩევს ანტრეპრენუარი ჯეიკ შტუცმანი, – “ბრენდს, რომელსაც ამზადებ დიდი ბაზრისთვის, ლოგოს ერთი ვერსია არ ეყოფა.”

წლების მანძილზე, სავსებით შესაძლებელია, რომ ლოგო შეიცვალოს. მითუმეტეს, თუ შენი სტარტაპი წარმატებულ ბიზნესად გადაიქცევა. შექმენი ლოგო, რომლითაც იამაყებ და შეძლებ შექმნა ბრენდი, რომელიც იდგება მის უკან.

წყარო: inc.com



განხილვა