in ,

Startup Market – ახალი კონცეფციის სივრცე დამწყები ბიზნესებისთვის

Startauperi
Startauperi

“სტრატაპ მარკეტი” ახალი და განსხვავებული კონცეფციის სივრცეა სტარტაპერებისთვის. სტარტაპერები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, სპეციალურად ამ პროექტისთვის, ქმნიან ახალ პროდუქტს, რომელიც “სტარტაპ მარკეტის“ მოძრავ სავაჭრო სივრცეში სპეციალურ ფასად იყიდება. მარკეტერთან „სტარტაპ მარკეტის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ისაუბრა პროექტის მიზნებზე, დაგეგმილ ღონისძებებსა და სამომავლო გეგმებზე.

startup market 1

 

M: რა არის პროექტის მიზანი?

ყველას გვყავს ერთი მეგობარი მაინც, რომელსაც ძალიან კარგი იდეა აქვს, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო, ვერ ბედავს მის პრაქტიკაში განხორციელებას. „სტარტაპ მარკეტის“ მთავარი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ქართველ სტარტაპერებს, რომლებსაც უკვე შექმნილი აქვთ  თავიანთი პროდუქტი და ბრენდი. გვინდა, რომ ისინი მათთვისაც იყვნენ მაგალითი, ვისაც კონკრეტული იდეა აქვს, უნდათ რაღაც ახლის აღმოჩენა და სურთ, გააკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე ახლა აკეთებენ. ამ პლატფორმით გვინდა, ამ ადამიანებს გავუგზავნოთ გზავნილი, რომ ნუ დაელოდებიან „სწორ“ დროს და  მიიღონ გადაწყვეტილება დღესვე, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება სრულიად შეცვალოს მათი ცხოვრება.

M: როგორ გაჩნდა  StartupMarket-ის წამოწყების იდეა?

პროექტი ხორციელდება „ფილიპ მორის საქართველოს“ მხარდაჭერით. ძალიან დიდი ხანია მათთან ერთად ამ იდეის გარშემო ვტრიალებთ, გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც ბიძგს მისცემდა ინოვატორ და კრეატიულ ადამიანებს გადაედგათ ნაბიჯი და გაეკეთებინათ თავისი საყვარელი საქმე.

startup market 2

M: რამდენად დიდია დაინტერესება დამწყები სტარტაპერებისგან?

„სტარტაპ მარკეტის“ სოციალურ მედიაში გამოჩენის პირველივე დღესვე ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი გამოგვეხმაურა. თითოეული მათგანი გვიყვებოდა მათი წამოწყების შესახებ და პროექტში მონაწილეობის მიღება სურდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ პირველი ეტაპის ფარგლებში, მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სტარტაპების ჩართვა შევძელით. ამ ეტაპზე, უკვე ჩატარდა ორი ღონისძიება კვებისა და აქსესუარების კატეგორიაში, რომლებშიც მონაწილეობდნენ: Pipes burger joint, Ukve, Leponchik, AlterSocks, Qabzo და Person. მესამე სერია, რომელიც პროდუქტის დიზაინის სტარტაპერებს უმასპინძლებს, 17 ივლისს იპოდრომის პარკის ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავაერთიანოთ ამ პლატფორმაში და ფართო საზოგადოებას მათი წამოწყების გაცნობის საშუალება მივცეთ. ამ პროექტის ერთ-ერთ მორიგ ეტაპად საქართველოში პირველი სტარტაპ ექსპოს ორგანიზებას განვიხილავთ.

startup market 4

sturtup market 5

startup market



“გამოიყენე სმარტფონი ხელშესახები ურთიერთობებისთვის” – ზუმერის ახალი ვიდეო რგოლი

გცხელა?! იმღერე! – გამაგრილებელი იუმორისტული კამპანია #CoolerInCotton