31
აგვ
2018

როგორ წარვუდგინოთ სტარტაპი ინვესტორებს ?!

31 აგვ 2018

სტარტაპის მომავალი, როგორც წესი, სულ რამდენიმე წამზეა დამოკიდებული. ეს არის „ოქროს“ დრო, რომელიც სტარტაპერს პოტენციური ინვესტორის ყურადღების მისაპყრობად აქვს. ამ დროს მნიშვნელოვანია, სწორად წარადგინოს პროექტი, აჩვენოს განვითარების დეტალური გეგმა, ბიუჯეტი და ა.შ.

statiebi-bog
statiebi-bog

თუ თქვენც გაქვთ იდეა და გსურთ, პოტენციურ ფინანსურ მხარდამჭერებს წარუდგინოთ, ეს ოთხი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ.

პრეზენტაციის დაწყებამდე ჩამოაყალიბეთ და „გაშალეთ“ თქვენი ისტორია. გააკეთეთ 15 – 20 „სლაიდი“, სადაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გექნებათ ინფორმაცია, როგორებიცაა: თქვენი პროდუქტის რაობა, ბაზარზე ორიენტაცია, თქვენი მარკეტინგული სტრატეგია, გუნდის წევრების ვინაობა, კონკურენცია. ინვესტორებთან შეხვედრამდე აუცილებელია, მოისმინოთ კრიტიკული აზრი გარეშე პირისგან. ამიტომ, აირჩიეთ საკითხში ჩახედული 3-5 მეგობარი და მათთან გაიარეთ რეპეტიცია. მოუსმინეთ დასმულ კითხვებს და დაიმახსოვრეთ ყველა ის ადგილი, რომელიც მათთვის გაუგებარი იყო; თუ მეგობარი, რომელსაც კარგად ესმის თქვენი, ვერ მიგიხვდებათ ნათქვამს, ნიშნავს, რომ ინვესტორსაც გაუჭირდება ზუსტად გაიგოს პრეზენტაცია.

შეკრიბეთ გუნდი . ფანდრაიზინგის“ საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია ისეთი გუნდის შერჩევა, რომელიც ინვესტორთა წინაშე თქვენთვის სასარგებლო შესავალს გააკეთებს. გუნდის წევრები კარგად უნდა იცნობდნენ იდეის არსს და მხარს უნდა გიჭერდნენ. ასეთი ადამიანები დაგეხმარებიან სწორი შესავლის გაკეთებისა და ინვესტორების მოძიების პროცესში.

რეპრეზენტაცია წარმატების საწინდარია. როდესაც საქმე პრაიმტაიმს ეხება, ვარჯიში საუკეთესო გამოსავალია. პროექტის იდეალურად წარდგენისა და პრეზენტაციისთვის ტექსტის ათასჯერ წაკითხვა მაინც არის საჭირო. გამართული საუბრის მთავარი საიდუმლო სარკის წინ ხმამაღლა ვარჯიშია. ასე უფრო თავდაჯერებული იქნებით, რაც, თავის მხრივ, წარმატების საწინდარია. თავდაჯერებულობის გამომუშავება კი მხოლოდ მზადყოფნით არის შესაძლებელი. ამიტომ, პრეზენტაციისთვის ვარჯიში და მისი იდეალურობამდე დახვეწა აუცილებელია.

მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდეთ თქვენს აუდიტორიას . შეხვედრამდე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიეთ ინვესტორებისა და მათი კომპანიების შესახებ. დეტალურად გაარკვიეთ, როგორ განვითარდნენ და რა ღირებულებები აქვთ. აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხომ არ „ჩაფლავებულან“ ადრე, როცა თავადაც სტარტაპერები იყვნენ.

თუმცა, ზემოთჩამოთვლილი რჩევები მხოლოდ სიტყვებად დარჩება, თუ ძალიან მოქნილი არ იქნებით. ყველას ჰქონია უიღბლო დღე და არავინაა უშეცდომო. მთავარია, ეს ყველაფერი წინაღობად არ იქცეს. მნიშვნელოვანია, ბოლომდე ფლობდეთ სიტუაციას და გქონდეთ მობილიზაციის უნარი. უნდა შეგეძლოთ თუნდაც, ერთი შეხედვით, ხელიდან გაქცეული მომენტის თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალება და დაცემის შემდეგ ორ ფეხზე მყარად დადგომა.

წყარო: inc.com



განხილვა