10
Sep
2019

ბრიტანული სტარტაპი მაკარონის საწრუპებს აწარმოებს

10 Sep 2019

პლასტმასას საწრუპების გამოყენება, ეკოლოგიური თვალსაზრისით, იმაზე გაცილებით სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. გარემოს დამცველები და ხშირად კერძო კომპანიებიც მის ჩანაცვლებაზე სერიოზულად ფიქრობენ. McDonald’s ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საწყის ეტაპზე, ირლანდიასა და ბრიტანეთში, საერთოდ ამოღო ხმარებიდან და ქაღალდის საწრუპით შეცვალა. თუმცა, ალტერნატივა, არც ისე ეფექტური აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ბრიტანულმა სტარტაპმა Stroodles წარადგინა ახალი პროდუქტი, როგორც თავად ამბობენ, ეკოლოგიურად სუფთა მაკარონის საწრუპები.

 

თუ გამოხმაურებებით ვისმჯელებთ, მომხმარებელს აქამდე ალტერნატივის სახით წარმოებული არც მუყაოს და არც ლითონის საწრუპები არ მოსწონდა. მათი თქმით, ისინი არაპრაქტიკული და რიგ შემთხვევაში, ძვირია. თანაც გარემოსთვის უსაფრთხო არ არის. სამაგიეროდ მოსწონთ Stroodles-ის პროდუქტი.

მაკარონის საწრუპები, როგორც უცხოური მედია წერს, იდეალური აღმოჩნდა – დამზადებულია ფქვილითა და წყლით, არ არის გარემოსთვის საზიანო და იაფი ღირს. თანაც, მომხმარებლის დაკვეთის მიხედვით, მწარმოებელი უფრო დიდ, ან პირიქით, პატარა ზომისას დაამზადებს.

„მაკარონის საწრუპი მალე არ სველდება და შესაბამისად, არ ფუჭდება, სითხეში ერთ საათზე მეტ ხანს ძლებს. ასე რომ, გაზიანი სასმელებისთვის საუკეთესოა“, – ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

 

განხილვა