in

Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

„30 ივლისს, Startup Connect, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად, საქართველოში პირველად უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ  შეჯიბრის, Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას – Black Sea and Beyond Regional Competition”.

Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1.000.000$-ს შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის შემოგარენში 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის.

სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას და მიიღოს უნიკალური ნეთვორქინგის შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.

ღონისძიების მიზანია საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. იგი ქმნის უნიკალურ პლატფორმას ყველა ინოვაციური და კრეატიული სტარტაპისთვის, მოიპოვონ დაფინანსება და გახდნენ წარმატებულნი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

მონაწილეობის მისაღებად, სტარტაპებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, არაუგვიანეს 24 ივლისისა.

რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა, როგოც სტარტაპმა?

  • რეგიონალური შეჯიბრის გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს გრანდ ფინალში სილიკონის ველზე და იბრძოლებს 1,000.000$ პრიზის მოსაპოვებლად.
  • გამარჯვებულს დაუფინანსდება მგზავრობის და საცხოვრებელი ხარჯები

ტოპ 3 გუნდი მიიღებს:

  • მენტორინგის კურსს Bill Reichert-სგან (VC – Garage Technology Ventures-ის დამფუძნებელი)
  • ვირტუალურ საგამოფენო სივრცეს Startup Grind Europe-Asia Connect Virtual Convention-ში

3 გუნდი (შერჩეული ზრდის პოტენციალის საფუძველზე) ასევე მიიღებს მასტერკლასს Growth Hacking Clinic, ევროპის ყველაზე დიდი Growth hacking conference-ის დამფუძნებლის, ანდრეა რობერტო ბიფულკოსგან

ტოპ 10 გუნდი:

წარდგება საერთაშორისო ონლაინ რეგიონალურ ფინალში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან დამსწრეები 10+ ქვეყნიდან, ინვესტორები 3 კონტინენტიდან, ექსპერტები Founders Fund,  Misson gate და სხვა საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის წარმომადგენლები

ტოპ 20 გუნდი მიიღებს:

  • $1.5 მილიარდ დოლარიანი ფონდის – Pegasus Tech Ventures-ის პარტნიორების წინაშე წარდგენის შესაძლებლობას
  • VIP networking-ის შესაძლებლობას ღონისძიების განმავლობაში
  • ვირტუალურ საგამოფენო სივრცეს ონლაინ საკონვენციო პლატფორმაზე Startup World Cup-ის ფინალური ღონისძიებისთვის
  • Startup Grind Europe-Asia Connect Online-ის უფასო VIP ბილეთებს
  • შეხვდება ინვესტორებს და VIP სტუმრებს ვირტუალური გალერეის სპეციალურ სივრცეში

Startup World Cup სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია მილიარდ დოლარიანი ვენჩურული ფონდის, Pegasus Tech Ventures-ის მიერ.  მისი მიზნია ხელი შეუწყოს მსოფლიოში ახალი და წამყვანი მეწარმეების აღმოჩენას და შექმნას მათი ერთ სივრცეში თავმოყრის უპრეცენდენტო შესაძლებლობა. ფინალისტები ერთმანეთს მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე აქტუალური გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო უნიკალური გზების შექმნაში შეეჯიბრებიან.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე

Google Chrome-ის განახლებული ვერსია მესამე მხარის Cookies-ს ზღუდავს

6 სტრატეგია, როგორ გავზარდოთ ბრენდისადმი ლოიალობა