in

ვინ გახდა Startup World Cup-ის რეგიონალური გამარჯვებული

30 ივლისს, საქართველომ Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების ფინალში 7 ქვეყნიდან – 10 სტარტაპი მოხვდა, მათ შორის, 4 ქართული სტარტაპი. უმაღლესი რანგის საერთაშორისო ჟიური შეფასების გზით, გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპები. 

Startup World Cup-ის რეგიონალურ კონკურსზე მესამე ადგილი ქართულმა სტარტაპმა – Phubber-მა დაიკავა, II ადგილი – Izibac, რუმინეთიდან, პირველ ადგილზე კი უკრაინული სტარტაპი – Bicovery გავიდა, რომელიც მსოფლიო ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის, რომელიც $1,000.000 შეადგენს. მანამდე კი შესაძლებლობა ექნება, ევროპის ფინალზე $500,000 მოიპოვოს. 

ღონისძიებას საქართველოში კომპანია „სტარტაპ ქონექთმა“, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად უმასპინძლა 

სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა წარმატებული საერთაშორისო სპიკერებისთვის, დასწრებოდა ვირტუალურ გამოფენას. გარდა ამისა, მონაწილეებს, ვირტუალური პლატფორმის გამოყენებით, წამყვან ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდათ.  

ღონისძიება კომპანია აჭარაბეთის და სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართა. შეგახსენებთ, რომ Startup World Cup სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ. 

ამერიკის წამყვანი კლინიკების გამოცდილებით შექმნილი საოჯახო მედიცინის ცენტრი “რეიმანი” უკვე სრულად ფუნქციონირებას იწყებს

3 სპექტაკლი, რომელიც ვაკის პარკის ღია კინოთეატრში უნდა ნახო – 4-6 აგვისტო