in

Levis-ი ხელოვნების გლობალურ კონკურსში გიწვევთ

“Station To Station”–ეს არის ახალი არტ-პროექტი, რომელიც ლევისის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ადამიანებში შემოქმედების სურვილი გააღვიძონ და შთააგონონ ახალი იდეის განსახორციელებლად.

პროექტი უნიკალური კონტენტის ტრანსლაციის წყაროა, რომელიც ფართო აუდიტორიისათვის არის განკუთვნილი. 10 გაჩერება სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკამდე და 10 სხვადასხვა არტისტი, რომელიც თავის შემოქმედებაზე ლაპარაკობს.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლები, რომლებიც შემოქმედებითი პროცესისთვის 4 მნიშვნელოვან შეკითხვას მოიცავს:

1. როგორია თქვენი მიდგომა?

2. ვინ ხარ შენ?

3. რა გამოძრავებთ?

4. რა არის თქვენი ოცნება?

შავ-თეთრ ვიდეოებში შეგიძლიათ ცნობილი არტისტების და ლევისის კოლაბორაციის ნახვა, ხოლო ისინი, ვინც საიტზე შევლენ, შეუძლიათ  უპასუხონ ზემოთ მოცემულ კითხვებს და ჰეშტეგის #makeourMark მეშვეობით ბევრი საინტერესო ფოტო თუ ვიდეო ნახონ.

http://youtu.be/j3f_oG0WaAc

http://youtu.be/mTNkBWvQuaE

http://youtu.be/IKXNC3BEG14

http://youtu.be/uRTAjg7GzkU

მთელი დღე ლეპტოპთან ერთად

რა ღირს და ღირს თუ არა ბეჭდურ მედიაში რეკლამის განთავსება?!