12
ივლ
2018

„ფირების გამჟღავნებამდე წარმოდგენა არ გვქონდა, რა გადავიღეთ“, ანუ როგორ შეიქმნა თიბისი სტატუსის ვიდეორგოლი

12 ივლ 2018

თიბისი სტატუსის სერვისის მთავარი მამოძრაველი კონცეფცია ნაკლები ბანკია – Less Banking, More Time for Life, ამიტომაც, კომპანიამ 2017 წლის ზაფხულიდან დღემდე, სააგენტო HOLMES&WATSON-თან თანამშრომლობით, 3 საიმიჯო რგოლი შესთავაზა სტატუსის აუდიტორიას: 

პირველი რგოლით მაყურებელს ვუთხარით, რომ თუ თიბისი სტატუსის მომხმარებელი ხარ, შეგიძლია, აკეთო ის, რაც გიყვარს, უსასრულოდ! მეორე ვიდეოში, ვფიქრობ, ძალიან აქტუალური შეკითხვა დავსვით: რა გსურს სინამდვილეში? რაში გინდა, ხარჯავდე დროს? ხოლო მესამე რგოლის მიზანი იყო, იმ რეზულტატის ილუსტრირება, როდესაც ადამიანს აქვს საკმარისი დრო ცხოვრებისთვის და იცის, რაში სურს ამ დროის დახარჯვა, – რეჟისორი, გიორგი პოპიაშვილი. 

მუსიკის ავტორი, ნიკა მაჩაიძე: „კადრირების ნახვის შემდეგ, პირველი ასოციაცია, რაც გამიჩნდა, იყო „უსასრულობა“. მუსიკის შექმნის ინსპირაცია კი მინიმალიზმი, ნეოკლასიკა, კონკრეტულად კი, მაქს რიხტერი იყო. რამდენიმე მთავარი ფრაზა გავაკეთე და შემდეგ ეტაპზე უკვე ტუსიათან (ნატალია ბერიძესთან) ერთად განვაგრძე მუშაობა“.

თიბისი სტატუსის რიგით მეორე, ექსპერიმენტულ ვიდეოში გადმოცემული იყო რუტინის გარღვევის სამი ვიზუალური მეტაფორა: „რა გსურს?“, ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის, ალან უოტსის ლექციის აუდიო ფრაგმენტის, გერმანელი მუსიკოსის, ნილს ფრამის კომპოზიციისა და მინიმალისტური, შავ-თეთრი სიუჟეტის კონცეპტუალური გადაწყვეტით.

თუ თანმიმდევრულ ციკლში შევაფასებთ სტატუსის აქამდე არსებულ მთლიან კომუნიკაციას, დავინახავთ, რომ ეს განტოლება წარმატებით ამოვხსენით პირველი და მეორე რგოლის საშუალებით, როცა მომხმარებლებს ვუთხარით – შენ გაქვს სურვილები, რისთვისაც გჭირდება მეტი დრო, დროს კი – თიბისი სტატუსი განიჭებს. 2018 წლის ამოცანა იყო, გვეჩვენებინა თვითონ ცხოვრება და პროცესი, რომელშიც ეს ადამიანები ბედნიერები არიან და რომლისთვისაც ითავისუფლებენ დროს. ჩვენს განტოლებას კი, ა ერთი კომპონენტი დაუმატა: Less Banking = More time for life = Life is Beautiful, – თუთიკო მუჯირი, თიბისი სტატუსის Account Team member.

რაც შეეხება მესამე ვიდეორგოლს, მეტაფორებისგან სრულიად დაცლილია და სათქმელი პირდაპირ, ნამდვილი ადამიანებითა და ურთიერთობებით არის გადმოცემული – Super 8mm კამერის ესთეტიკისა და Arcade Fire-ის მუსიკის, Everything Now-ის დახმარებით. 

„8 დაუვიწყარი დღის კოლაჟზე“ და არა – ვიდეორეკლამაზე მუშაობის დეტალები თავად მისმა შემქმნელებმა გაგვიზიარეს:

ზუკა ბერძენიშვილი, ქოფირაითერი: 
რადგან რგოლში უნდა გვეჩვენებინა, როგორ ხარჯავენ ადამიანები გამოთავისუფლებულ დროს და რა მშვენიერია ცხოვრება, გადაღების შინაარსიცა და ტექნიკაც ჩვენგან დიდი დოზით იმპროვიზაციას მოითხოვდა. ბუნებრიობისა და ავთენტურობის მაღალი ხარისხის დასაჭერად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიკვლევდით რეალურ ადამიანებსა და მათი ცხოვრების წესს. საბოლოოდ, შევადგინეთ სიტუაციების სია, რომელთა უმრავლესობაც ნამდვილ ღონისძიებებზე გადავიღეთ.

მერი გიორგობიანი, არტ დირექტორი: წინა ორი კომუნიკაციის შემდეგ, უკვე შეგვეძლო თავისუფლად, მეტაფორებისა და სიმბოლიკის გარეშე  გვეჩვენებინა, თუ რა არის მეტი დრო ცხოვრებისთვის. არ გვინდოდა გაპრიალებული, ხელოვნური კლიპის გადაღება. მთავარი აქცენტები გავაკეთეთ ადამიანურ მომენტებზე. ამიტომაც, კლიპში არავინ იყო მსახიობი. აქედან წამოვიდა 8 მილიმეტრიანი ფირის კამერით გადაღების იდეაც. პირადად ჩემთვის, ეს ვიდეო არაა რეკლამა. ეს იმ 8 დაუვიწყარი დღის კოლაჟია, რაც ყველამ ერთად გავატარეთ

გიორგი პოპიაშვილი, რეჟისორი: ძალიან არასტანდარტული პროექტი იყო ჟანრობრივადაც და ტექნიკურადაც. ძალიან სფეციფიკური მიდგომა დაგვჭირდა როგორც სცენების დადგმაზე, ასევე გადაღების პროცესის ორგანიზებაზეც, საბოლოო ჯამში, 4 საათამდე მასალა გადავიღეთ 20-ზე მეტ ლოკაციაზე, ჯამში, პროექტზე 2 თვემდე ვმუშაობდით.

გოგა დევდარიანი, DOP Goga Devdariani: ვიდეორგოლი გადავიღეთ 8 მილიმეტრიან ფირზე, რომელსაც ძალიან სპეციფიკური გამოსახულება აქვს. მისი ხანდაზმულობისა და ხასიათიდან გამომდინარე – შეგვიძლია, ვთქვათ რომ ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება. თანამედროვეობის ამგვარ ესთეტიკაში ჩვენებით კი ვამბობთ, რომ წუთები, რომლებსაც ახლა ბედნიერად ვატარებთდაუვიწყარი იქნება და ასე გემრიელადდაძველდება“.

ასეთი კამერითა და პრინციპით მუშაობა კი, გადამღები ჯგუფისთვისაც სრულიად დაუვიწყარი გამოცდილებაა. ერთი მხრივ, ცდილობ, იყო მოკრძალებული და ორგანული იმ სიტუაციისა, რომელშიც იღებ, რათა არ აჭრა ბუნებრიობა (რის საშუალებასაც მომცრო ზომის კამერა იძლევა), მაგრამ მეორე მხრივ, არ გაქვს .. „ფლეიბექი“, ფირების საბოლოოდ გამჟღავნებამდე წარმოდგენა არ გვქონდა, რა გადავიღეთ. შესაბამისად, პროცესი იყო ძალიან საინტერესო და შედეგით ორმაგად კმაყოფილები ვართ.

Agency: HOLMES&WATSON
Client: TBC Status – თიბისი სტატუსი
Creative Director: Nikusha Antadze
Senior Art Director: Gio Kvlividze
Art Directors: Meri Giorgobiani; Nino Mikadze
Copywriter: Zuka Berdzenishvili
Account Team: Solo Tsitsuashvili; Tutiko Mujiri
Director: Giorgi Popiashvili
DoP: Goga Devdariani
Set Design: Polina Rudchik
Set Design Asistent: Sandro Nadareishvili
Costume Design: Ika Bobokhidze
Costume Assistant: Omar Gogichaishvili, Tina Sharashenidze
Casting Manager: Eka Mjavanadze; Endling Casting Agency
Make Up Artist: Eka Chikhradze
Color Correction: Vigen Vartanov
Executive Producer: Dimitri Sharashidze
Line Producer: Niniko Bitsadze
Producer Assistant: Irinka Khvedelidze
First AD: Ninia Sherpa
Post-Production Producer: Buro

განხილვა