in

ხელოვნების ნიმუშები ნაყინს ჭამენ — Stavolta Gelato-ს დიზაინი

Stavolta Gelato-ს ბრენდის ნაყინის მომზადებისას ძირითადი ყურადღება ინგრედიენტებს ეთმობა — როგორც თავად ბრენდის ხელმძღვანელები ამბობენ, ისინი კულტურულ ისტორიებს ნათელ გამოხატულებებად და გემოებად თარგმნიან. მიუხედავად წარმატებული გაყიდვებისა, ლიდერებს სურდათ, ბრენდი ზრდის ახალ ეტაპზე გადაეყვანათ და მომხმარებლებისთვის რაღაც განსხვავებული შეეთავაზებინათ.

„გადავწყვიტეთ, ნაყინის ფესვებს დავბრუნებოდით და მდიდარი იტალიური ნაყინის დამზადების ოსტატობა გამოგვეყენებინა ბრენდინგისთვის. რა შეიძლება იყოს თავად ხელოვნებაზე უკეთესი? სტავოლტას ლოგოს და სიტყვიერი ნიშნის დახვეწის გარდა, ცნობილი ხელოვნების ნიმუშები ავიღეთ და ჩვენი ნაყინის ხასიათით გავჟღინთეთ“. 

ფერების მხიარულ და თანამედროვე გამოყენებასთან ერთად, რომლებიც ბუნებრივ ინგრედიენტებს ასახავს, ილუსტრაციების ექსკლუზიური ნაკრებიც შეიქმნა — ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებული. ეს ხელით დახატული ილუსტრაციები არა მხოლოდ მხიარულებას მატებს ბრენდის მთლიან ესთეტიკას, არამედ სრულყოფილად უსვამს ხაზს, რომ „სტავოლტა“ თავისთავად ხელოვნებაა.

გაიგე იმ ჯინსის ისტორია, რომელსაც კომფორტულად ატარებ – Levi’s

Honda თავის „სამუდამოდ განსაზღვრულ“ მომავალზე საუბრობს