in

ორიგინალური შეფუთვა და წარწერა “STAY COVID FREE“

ასე წარმოაჩინეს ბერძნული სახის დამცავი ნიღბების უპირატესობა

ბერძნულმა სააგენტომ Mousegraphics, ადგილობრივი კომპანიისთვის, სახის დამცავი ნიღბების შეფუთვის დიზაინი შექმნა. ბრიფის მიხედვით, აქცენტი პროდუქტის მაღალ ხარისხზე უნდა გაეკეთებინათ და ხაზი გაესვათ, რომ ეს ნიღბები დამზადებულია სპეციალური მასალით და აქვს დამატებითი ფილტრები.

„შეფუთვა თავად ნიღბის მსგავსი ქაღალდისგან შევქმენით, რომელიც ზუსტად ისევე იხსნება, როგორც პროდუქტი. ის შიგთავსის ერთგვარი ფუნქციონალური გაგრძელებაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ დამცავი ნიღბის ბენეფიტებსა და დადებით მხარეებს. წარწერა”STAY COVID FREE“, რომელიც ბრენდის სახელის ნაცვლად დავიტანეთ შეფუთვაზე, კიდევ უფრო აძლიერებს ამ პროდუქტის იმპერატიულობას საზოგადოებაში“.

Credits: 

Design: Mousegraphics
Location: Greece
Project Type: Produced
Photography: D. Poupalos Studio
Product Launch Location: Global
Packaging Contents: Protective masks and pins

ექსპერტის პასუხი კითხვაზე: „რა ვქნა, თუ გასაუბრებაზე იმდენად ვიბნევი, რომ ყველაფერი მავიწყდება?“

ღვინის ვიზუალური ბრენდინგი, რომელიც ვარდის, ვაზის, ხილისა და გაზაფხულის სურნელის ინსპირაციით შეიქმნა