Pit Stop Lagos ჯანსაღ კვებაზე დაფუძნებული საკვები ობიექტია ნიგერიაში. ცოტა ხნის წინ მან წამოიწყო კამპანია “იყავი ფორმაში მოდის გულისთვის”, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს, ჯანსაღად იკვებონ და თავიდან აიცილონ ზედმეტი კილოგრამები. კაფემ აღნიშნული კამპანია სარეკლამო სააგენტო Arden & Newton-თან ერთად განახორციელა. სააგენტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული 3 პოსტერი და ვიდეორგოლი შექმნა.