კარგია, თუკი, პანდემიისას სახლში დარჩენა გადაწყვიტეთ. თუმცა, არც ისე მარტივია ასეთ დროს გასართობის პოვნა. მათთვის, ვინც მოწყენილობისგან თავის დასაღწევად ახალ გზებს ეძებს, IKEA-მ, სააგენტო McCann-თან ერთად, სპეციალური კატალოგი გამოუშვა. მარტივი ციფრული ჟურნალი, რომელიც იტევს გასაფერადებლებს, ჩაძირობანას და სხვადასხვა თამაშსაც, ბავშვებს განსაკუთრებით გაახარებთ. კამპანია ისრაელში Covid-19-ის რეგულაციებთან დაკავშირებით შეიქმნა, თუმცა, თქვენც გამოგადგებათ. იმ შემთხვევისთვის, თუკი, დაგაინტერესათ და გამოყენება გადაწყვიტეთ, ჩვენ კატალოგის ყველა სურათს ერთად მოვუყარეთ თავი და საბეჭდი ფაილი გაგიმზადეთ: IKEA.










