in

როგორ შევინარჩუნოთ გაცნობიერებული მდგომარეობა, დისტანციურად მუშაობის დროს?

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დისტანციურად მუშაობა ენერგიისგან ფიტავს ადამიანს და სიმტკიცესაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არაერთი ფაქტი არსებობს, რომ ბევრი ჩვენგანი ონლაინ რეჟიმში ბევრად მეტს მუშაობს, ვიდრე ოდესმე. ამავდროულად, სოციალური ურთიერთობები გვენატრება და დროდადრო, ღრმად მარტოსულადაც ვგრძნობთ თავს. ენერგიის აღსადგენად ვირტუალური ხმაურისგან გათავისუფლება მოგიწევთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამისათვის ერთ-ერთი მეთოდია გაცნობიერებულობის პრაქტიკა

გაცნობიერებულობა ის არჩევანია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სრულად ამ მომენტში რომ ვიყოთ – ამ მომენტში, შეხვედრაზე თუ ადამიანებთან ერთად. კვლევით დგინდება, რომ ჩვენი სამუშაო ცხოვრების დიდი ნაწილი, დაწყებული დამოუკიდებლად მუშაობით, გუნდური გამოცდილებით დასრულებული, ბევრად ეფექტიანია გაცნობიერებულობის პრაქტიკასთან ერთად. შეჩერებით, დაკვირვებით, გააზრებით ჩვენ სრულად აღვიქვამთ მომენტსა და სიტუაციას, ვამცირებთ სტრესის დონეს და უფრო მძაფრ კავშირს ვგრძნობთ გარემოსამყაროსთან. ასეთ დროს, უკეთ ვისმენთ და ბედნიერებიც ვართ.

თუმცა, როგორ ვიყოთ გაცნობიერებულ მდგომარეობაში, ონლაინ მუშაობის დროს? როგორ ვიყოთ ამ მომენტში, თუკი მანძილი ერთმანეთამდე დიდია?

2020-მა და დისტანციურმა მუშაობამ გვასწავლა, რომ მანძილი ვერ იქნება ბარიერი ჩვენს სამუშაოს, კოლეგებსა და გარემოს შორის. გავრცელებული მოსაზრებების საპირწონედ, იმისათვის, რომ მედიტაციაში გაივარჯიშოთ, არაა აუცილებელი სადმე მთის წვერზე ასვლა. ამის კეთება სახლიდანაც შეგიძლიათ:

* შეჩერდით და დააკვირდით, სად ტრიალებს თქვენი გონება ამწამს
* მიზანმიმართულად მიიტანეთ სხვა ადამიანებამდე თქვენი მდგომარეობა
* თავი შეიკავეთ სხვების შეფასების, ეგოსა და რწმუნებულებებისგან და ჩაანაცვლეთ ისინი მხედველობითი კონტაქტით, მეგობრული მიმიკით და ფოკუსირდით ერთ საქმეზე.

კეთების ნაცვლად, იყავით ამ მომენტში. მოქმედება მენეჯერებისთვის ნაცნობი ცნებაა და მიჩვეულები არიან მოქმედებას, მიღწევას, წარმოებას, ორგანიზებასა თუ კონტროლს. ახლა კი, დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაო მექანიზმის დამსახურებით, მოქმედებას მიჩვეული მენეჯერებისთვის რთული დრო დადგა. თუმცა, ზოგჯერ, ბევრად მნიშვნელოვანია, ვინ ხარ და როგორი ხარ, ვიდრე რას აკეთებ – ესეც გაცნობიერებულობის ნაწილია.

ნდობის გასაზრდელად და სხვების შთაგონებისათვის, ყურადღება მიაქციეთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება სხვების მიმართ. ჩქარობთ და გაფანტული გაქვთ ყურადღება? თქვენი გონება მომდევნო შეხვედრასა და გასაკეთებელ საქმეებზეა მომართული? თქვენი ლიდერშიფის ხარისხის გასაზრდელად, დაუთმეთ სულ მცირე დრო და განეწყვეთ მომდევნო შეხვედრისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია დაბრუნდეთ და იყოთ ამ მომენტში. რაზე იხარჯება თქვენი ენერგია, ვირტუალური შეხვედრების დროს? შეძლებთ რთული საუბრის შემობრუნებას? იქნებით მშვიდი და თავდაჯერებული, დაძაბულობის მოსახსნელად?

ონლაინ შეხვედრებზე თქვენი პასიურობა შესამჩნევია. როდესაც სხვა საუბრობს, თქვენ კი შეტყობინებას გზავნით, ელ.ფოსტას ამოწმებთ ან სხვა საქმეს აკეთებთ, ეს შესამჩნევია. აუდიტორია გრძნობს ამ ენერგიას.

დისტანციურად მუშაობისას, ეცადეთ მისცეთ მაგალითი. დარწმუნდით, რომ ყველა გრძნობს თქვენს იქ ყოფნას, გამოიყენეთ მხედველობითი კონტაქტი, ხმა, მიმიკა, რათა ემპათია აგრძნობინოთ.

იყავით აქ და ამჟამად. მენეჯერებს ასწავლიან, იყურონ მომავალში. თუმცა, მუდმივად სხვა დროში ყურება ამ მომენტს გაკარგვინებთ. შეჩერდით და დააკვირდით პერსპექტივას. ვინ ან რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? რატომ უნდა გადადოთ ცხოვრება, როდესაც შეგიძლიათ დატკბეთ მისით?

 

წყარო: HBR



შეიქმნა მსოფლიოს უსწრაფესი გარე მყარი დისკი – 4K ფილმს წამებში გადმოტვირთავთ!

Variable Per Se /თავისთავად ცვალებადი – აქცია-ჰეფენინგი დედიკას გალერეაში გაიმართება!