ბევრს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ხელსაწყოა, რომელიც ჩვენს პროდუქტიულობას გაზრდის. სიმართლე გაცილებით რთულია: ტექნოლოგია უკვე ჩუმად ანაცვლებს პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროში. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ციფრული აგენტები დღეს უკვე გეგმავენ შეხვედრებს, წერენ ანგარიშებს, აგზავნიან პერსონალიზებულ წერილებს და იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. არსებობს ხელსაწყოები, რომლებსაც თქვენი დიპფეიკის გაგზავნა შეუძლიათ ვიდეოკონფერენციაზე, და ვერავინ შეამჩნევს განსხვავებას!
პარადოქსი, რომელიც ყველამ უნდა გააცნობიეროს
რაც უფრო მეტად იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ საქმიანობაში, მით უფრო იზრდება თქვენი ჩანაცვლების რისკი. ზუსტად ისევე, როგორც Google Maps-ზე მუდმივი დაყრდნობა ასუსტებს ჩვენს ორიენტაციის უნარს, ხელოვნურ ინტელექტზე ზედმეტი დამოკიდებულება ჩვენს კრეატიულ და ანალიტიკურ აზროვნებას ასუსტებს.
წამყვანი ბიზნეს-ანალიტიკოსის, სკოტ გელოუეის, სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი არის „კორპორაციული ოზემპიკი“ – ის გეხმარებათ წონაში დაიკლოთ, მაგრამ თქვენი მეტაბოლიზმი საბოლოოდ შეიძლება დააზიანოს.
ბიზნესები ვერ ეწევიან ტექნოლოგიურ პროგრესს
Deloitte-ის კვლევის თანახმად, მაშინ როდესაც აღმასრულებელთა 94% თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად შეცვლის სამუშაო მოდელებს, მხოლოდ 17%-ს აქვს მკაფიო სტრატეგიული გეგმა ამ ცვლილებებისთვის.
ეს კი თქვენთვის შესაძლებლობაა. ნუ დაელოდებით, რომ კომპანია გადაწყვეტს თქვენი პოზიციის ბედს. დაიწყეთ პროაქტიური მოქმედება ახლავე!
როგორ გადარჩეთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
დრო ჭკვიანურად დააბანდეთ
დაზოგილი დრო ადამიანურ ურთიერთობებში ჩადეთ! გაამყარეთ კავშირები კლიენტებთან, გახდით მენტორი, იმუშავეთ პრობლემებზე, რომლებიც ემპათიას მოითხოვს.
იყავით მედიატორი
გახდით ხიდი ტექნიკურ და არატექნიკურ გუნდებს შორის. ხელოვნურ ინტელექტს ჯერ კიდევ უჭირს ნიუანსების, იუმორის და ოთახის „ტემპერატურის“ გაგება.
შექმენით უნიკალური პროფესიული მიქსი
გახდით „გენერალისტი სპეციფიკური წვეროებით“ – ვინც რამდენიმე სფეროს აერთიანებს ისეთ კომბინაციაში, რომლის რეპლიკაციაც რთულია.
იყავით არაპროგნოზირებადი
რუტინა და წინასწარგანჭვრეტადობა ავტომატიზაციის იდეალური სამიზნეებია. შეიტანეთ ვარიაცია თქვენს საქმეში, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, გადაკვეთეთ დისციპლინები.
აამაღლეთ ემოციური ინტელექტი
განავითარეთ ემპათია, დარწმუნების უნარი და კონფლიქტების მოგვარების ხელოვნება — ეს ის სფეროა, სადაც ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე მეტად უჭირს.
დაიკავეთ ნიშა
შეიმუშავეთ ცოდნა ისეთ სფეროებში, სადაც კონტექსტი და ნიუანსები გადამწყვეტია და სადაც ხელოვნურ ინტელექტს რეალური სამყაროს გაგების უნარი არ ჰყოფნის.
იზრუნეთ პირად ბრენდზე
წერეთ, გამოდით, გააზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ხილვადობა შესაძლებლობებს ქმნის. ადამიანები ქირაობენ და ინარჩუნებენ ადამიანებს, რომლებსაც იცნობენ და არა ადვილად ჩანაცვლებად შაბლონებს.
გახდით ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი
ნუ შეეჯიბრებით ხელოვნურ ინტელექტს – შეისწავლეთ ის! გახდით მისი გამოყენების სპეციალისტი თქვენს სფეროში. ვინც ხელსაწყოებს ფლობს, ნაკლებად მოწყვლადია მათ მიმართ.
იყავით ადამიანი-რედაქტორი
ხელოვნურ ინტელექტს ხშირად სჭირდება ადამიანური ზედამხედველობა — რედაქტირება, დახვეწა, ვალიდაცია. ეს განსჯითი უნარები უფრო ღირებული ხდება.
შეინარჩუნეთ ცნობისმოყვარეობა
ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ კოგნიტური რევოლუციაა. თქვენი უნარი, ახალი უნარების შესწავლა-დასწავლის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ადაპტირება ან გარიყვა
როგორც ცნობილი ბიოლოგიური ანალოგია გვასწავლის, დოდო ფრინველის სტრატეგია — პასიურობა და იმედი, რომ მტაცებლები გაგიგნორებენ — არ გამოდგა წარმატებული. ცვლილებას ვერ გაექცევით. უნდა ევოლუირდეთ უფრო სწრაფად, ვიდრე თქვენი გარემო.
გახდით ნაკლებად პროგნოზირებადი, უფრო კრეატიული ვერსია საკუთარი თავისა. ამას ბიზნესში გადარჩენა ჰქვია.
წყარო: Fastcompany