in

Steady ასაკოვან ძაღლებს გადაადგილებაში დაეხმარება

მოგვწონს თუ არა, ჩვენი საყვარელი ძაღლებიც ბერდებიან და სულ უფრო უჭირთ ჩვენთან ერთად სეირნობა. ეს ამბავი დიზაინერებმაც შენიშნეს და გენიალური კონცეპტი შემოგვთავაზეს Steady-ის სახით. მოწყობილობაა, რომელიც მათ სიარულისას დაეხმარება. თუმცა ეს სეირნობისას ძაღლს მხოლოდ ვერტიკალურად კი არ იჭერს, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, აანალიზებს მონაცემებს და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობისთვის ჰოლისტიკურ მიდგომას გვთავაზობს. Steady-ის აპლიკაციაც კი აქვს…

ჯუნმინგ პარკის, ჩაუენ ლისა და სეუნღა ბაეკის მიერ შემუშავებული Steady-ის უნიკალურობა მის ინოვაციურ დიზაინშია, რომელიც უსაფრთხოების ღვედის სტრუქტურითაა შთაგონებული. განსხვავებით ტრადიციული დამხმარე საშუალებებისგან, დიზაინერები ახლა მოქნილ მოძრაობას გთავაზობთ, პრიორიტეტს ანიჭებენ კომფორტს, მოძრაობის თავისუფლებასა და ადაპტირებას ძაღლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. სახელურის დიზაინი ზუსტად იმ უსაფრთხოების მექანიზმს ჰბაძავს, რომელსაც ღვედების შემთხვევაში იყენებენ, ძაღლის მუცელს ეკვრის და მას შეუფერხებლად სიარულის საშუალებას აძლევს. 

მოწყობილობის სიგრძეც ერთი ღილაკით მარტივად რეგულირდება, რათა სხვადასხვა ზომის ძაღლს მარტივად მოერგოს. ხოლო, თუ უცბად გადაწყვეტენ შემობრუნებას, არც ეს არის პრობლემა, რადგან Steady საკმაოდ მოქნილია და პოტენციურ ავარიებსთავიდან აგაცილებთ. მუხრუჭის მსგავსი მახასიათებელიც აქვს, რომელიც ძაღლს უსაფრთხოდ დგომის საშუალებას აძლევს.

როგორც უკვე გითხარით, Steady-ის აპლიკაციაც არსებობს, რომელსაც ძაღლებზე ზრუნვის პროცესი სულ სხვა საფეხურზე გადაჰყავს. აანალიზებს და გვაწვდის ინფორმაციას ძაღლის სიარულის თავისებურებების შესახებ, რითაც ღირებული ინსაითები შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი შინაური ცხოველების კეთილდღეობაზე. მაგალითისთვის ისეთ საკითხებზე მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც ძაღლის ჩვეულებრივ ქცევაზე არ აისახება…

„იპოვე შენი რიტმი“ — Adidas-ის ვიდეორგოლი

Europcar Georgia-მ 2023 წელი წარმატებით დაასრულა და შემოსავლების ნაწილში 30%-იანი ზრდა აჩვენა