ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა, სატელევიზიო შოუს პერსონაჟებთან დაკავშირება ტელევიზორის თუ ლეპტოპის გავლით რომ შეგძლებოდათ? აი, უცბად რეალობები რომ ირევა და სამეფო ოჯახის წევრს თქვენს სამზარეულოში მომზადებული კერძი სურს… ზუსტად ასეთია Gousto-ს ახალი რეკლამის სიუჟეტი, სადაც ისტორიული დრამის პერსონაჟების საუბარს „გარედან“ შესული არომატი არღვევს.
აქ ეპოქის ყველა ტიპური დრამატული გმირია წარმოდგენილი — მაგალითად, უბედური შეყვარებულები, რომლებსაც ძლევამოსილი ვიკონტი დევნის და მათ დაშორებას ცდილობს. ამის მიღმა კი კამპანიის სტრატეგია იმის ხაზგასმისკენაა მიმართული, რომ გემრიელი კერძები ტელევიზიასაც კი უწევს კონკურენციას.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კითხვა „რა არის სადილად?“ დაჩრდილა კითხვამ „რის ყურებას ვაპირებთ?“ თანამედროვე ცხოვრებამ ეს ცვლილება მოიტანა, ჩვენ კი საპირისპირო აზრს ვაფიქსირებთ“, — ამბობს მეტ ტანტერი, კრეატიული სააგენტო Mother-ის სტრატეგიის ხელმძღვანელი.