5
Apr
2017

სტეფან კარისა და სერენა უილიამსის ეპიკური დაპირისპირება

5 Apr 2017

Elit Electronics
Elit Electronics


როდესაც სასტუმროს ნომერში სერენა უილიამსი და სტეფან კარი მაგიდის ჩოგბურთის თამაშს გადაწყვეტენ, მაშინ აქვს ინვენტარს ცუდად საქმე. Chase-ის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში ისეთი არაოფიციალური, მაგრამ ეპიკური ორთაბრძოლა იმართება, რომელიც სპორტულ გადაცემებს არც კი დაესიზმრებათ. მართალია, ამ შემთხვევაში წესით ძალები არათანაბარი უნდა იყოს, რადგან ერთი ჩოგბურთელია, მეორე კი კალათბურთელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კარი მთლად ეგრე მარტივად ხელწამოსაკრავიც არ ყოფილა და საკმაოდ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია სერენას. რაც შეეხება სასტუმროს ნომერს, ის კი ძლიერ დაზარალდა ამ ორი ლეგენდარული სპორტსმენის გართობით… მაგრამ, როდესაც ისეთი ფინანსური დახმარების იმედი გაქვს, როგორსაც Chase-ი თავისი საბანკო მომსახურებებით გთავაზობს, მაშინ ასეთ უმნიშვნელო დეტალებს სულ აღარ აქცევ ყურადღებას. ამ იმედით გულმიცემულმა კარმა გადაწყვიტა სერენასთვის წინააღმდეგობის გაწევა.

 

განხილვა