in

მარცხი, უბრალოდ, ახალი შესაძლებლობაა! – Under Armour სერიოზულ რევანშს გეგმავს

ისეთი სპორტული ბრენდისთვის, როგორიცაა Under Armour და კალათბურთელ სტეფან კარისთვის მარცხი კარგი შესაძლებლობაა უკეთესი მიღწევებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სტეფანი NBA–ის ფინალში კლივლენდ კავალიერსთან დამარცხდა, არც ბრენდი და არც თავად სპორტსმენი აპირებენ დანებებას და სერიოზულ რევანშს გეგმავენ.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=93&v=PSEOq0C-8Ug

სტეფანის ყველაზე დიდი გულშემატკივრები მომავალი კალათბურთელები არიან. ისინი იმ ამბებს ყვებიან, რაც მთელი ცხოვრებაა კალათბურთზე, NBA–სა და სპორტსმენებზე ესმით, თუმცა, ეს უკვე მოძველებული მითებია. ვიდეორგოლის მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის, წაგება უკვე ძველი ამბავია, ახალი გამარჯვებების დრო მოდის და ამისთვის  სტეფანი აშკარად მთელი შემართებით ემზადება. ნეონის განათებიბის ფონზე მოვარჯიშე კალათბურთელსა და მის გულშემატკივრებს ლეგენდარული ლუი არმსტრონგის “Nobody Knows” ახალი ვერსია აფორმებს.

Under Armour–მა ამ ვიდეორგოლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მასთან და მის საუკეთესო ვარსკვლავთან ხუმრობა არ ღირს, ასევე წარმოადგინა ახალი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მათთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ახალ გამარჯვებებში.

„სიკვდილის ანა-ბანა“ Volvo–ს მისტიკურ ვიდეორგოლში

თუ ამ სასუსნავის მირთმევა გინდათ, ეტიკეტის წესებიც უნდა იცოდეთ!