პირველ მაისს, თბილისის დიზაინის ფესტივალის დიდ სცენას სტეფან ზაგმაისტერი ააკაშკაშებს! დიახ, დიზაინის ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავი თბილისს ეწვევა და TEC-ში შეკრებულ სტუმრებს შეხვდება. სტეფან ზაგმაისტერს წარდგენა არ სჭირდება- ავსტრიელი კრეატორი სტეფან ზაგმაიტერი ნიუ-იორკის დიზაინ-სცენის ყურადღების ცენტრშია. მისი ნამუშევრები განსხვავებული, დამაფიქრებელი, პროვოკაციული და ამავდროულად, მშვიდია. ზაგმაისტერის დიზაინი მაშინვე იპყრობს საზოგადოების ინტერესს და ხანგრძლივად ამახსოვრებს თავს, მაგალითად The Rolling Stones-ისა და David Byrne-ის საკულტო ალბომების ქავერებიც კმარა. ის თანამშრომლობს HBO-სა და Guggenheim Museum-თან. არის გრემის ორგზის გამარჯვებული და მოპოვებული აქვს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო დიზაინის სფეროში.
ზაგმაისტერი ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ხოლო მაგისტრის ხარისხი ნიუ-იორკში პრატის ინსტიტუტში მოიპოვა. თავის ნამუშევრებში ზაგმაისტერი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს უსვამს ხაზს. ის დიზაინით გვაჩვენებს სილამაზესა და ბედნიერებას და ამ ყველაფერს ყოველდღიურ ცხოვრებასთან აკავშირებს. ასევე, ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მიწვეული სპიკერი ოფიციალურ TED-ზე, რომლის სცენაზეც უკვე 5-ჯერ გამოჩნდა.
დიზაინის სფეროს ვარსკვლავის წიგნები ასიათასიანი ტირაჟით იყიდება, ხოლო მის გამოფენებს მსოფლიოს გამორჩეულ მუზეუმებში მასპინძლობენ. მისმა გამოფენამ “The Happy Show” ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღო მთელ მსოფლიოში, რითაც ყველაზე პოპულარულ გრაფიკული დიზაინის შოუდ იქცა.
და აი, პირველ მაისს სტეფან ზაგმაისტერი თბილისს ეწვევა და სამუდამოდ შეცვლის დიზაინის სფეროთი დაინტერესებული ადამიანების ცხოვრებას ფრაზით „დღეს, მე ზაგმაისტერი Live-ში ვნახე!“.
სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ დიზაინ ინსტიტუტთან პარტნიორობის ფარგლებში, ფესტივალზე სტეფან ზაგმაისტერის უახლესი წიგნის “Now is Better”-ის შეძენა და ავტორის ხელმოწერის მოპოვებაც იქნება შესაძლებელი!
თბილისის დიზაინის ფესტივალი ადამიანებს მხოლოდ დიზაინის იდეის ირგვლივ გააერთიანებს. ღონისძიების ორგანიზატორია Ad Black Sea-ის გუნდი! სტეფან ზაგმაისტერის გარდა, ფესტივალზე შეძლებთ მოუსმინოთ პროდუქტის დიზაინერებს, გრაფიკოს დიზაინერებს, ილუსტრატორებს, გაიზიაროთ გამოცდილება და ახალი იდეებით დაიმუხტოთ. ეს ფესტივალი საინტერესო იქნება როგორც შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და ბრენდის მენეჯერებისთვის.
ღონისძიების პარტნიორები არიან: TBC, EPOP, D Block, Stamba, Cellfie, Visa, Borjomi, Qarva, Pepsi, Lays, Elit Electronics, ACER, Maxx Power, Metropol, Dugladze Winery, Biletebi.ge, Multi Performer Agency, Windfor’s Workshops, Design Institute, Tbilisi School of Communications, Zeche, Free University, VA[A]DS.