1
Oct
2019

ბრენდი, რომელმაც ორ მსოფლიო ომსა და დიდ დეპრესიას გაუძლო! – Steinway & Sons საქართველოში

1 Oct 2019

„ძვირფასო მისტერ სტეინვეი! ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ შესაძლებლობა მაქვს, ჩემი კონცერტებისთვის თქვენი ფორტეპიანო გამოვიყენო… იმიტომ, რომ ვფიქრობ, ის, ყველა მხრივ, იდეალურია“, – თქვენი ერთგული, სერგეი რახმანინოვი.მათ გარეშე, „სტეინვეის“ინსტრუმენტები დუმს… მაგრამ საკმარისია, არტისტისა და ფორტეპიანოს ურთიერთობა, ისინი ერთად, ყველა ჟანრის მუსიკას შექმნიან.

როიალებისა და ფორტეპიანოების მწარმოებელი, მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდი – Steinway & Sons არსებობის მრავალწლიან ისტორიას ითვლის. 1853 წლიდან დღემდე, „სტეინვეის“ ინსტრუმენტები ყოველთვის ნომერ პირველ არჩევანს წარმოადგენდა წარმატებული მუსიკოსების ცხოვრებაში. არა მხოლოდ რახმანინოვის, არამედ არტურ რუბინშტეინის, კოულ პორტერის, ბილი ჯოელის, დიანა კრალის, ლანგ ლანგისა თუ სხვა ხელოვანებისთვის.

დღეისათვის სტეინვეი წარმოებიდან 165  წელს ითვლის. ეს რიცხვი კი, ბრენდის არსებობის ხანგრძლივ და უწყვეტ პერიოდზე მიგვანიშნებს – იმ ხარისხის ნიშანზე, რომლითაც „სტეინვეიმ“ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

მარკეტერს წილად ხვდა პატივი, თქვენთვის, უფრო ვრცლად მოეყოლა ბრენდზე Steinway & Sons, რომელიც 2 წელია, საქართველოშია და მის საგამოფენო სივრცეში ლეგენდარული ინსტრუმენტების გამოცდა და სასურველის შერჩევაა შესაძლებელი.

აქ არსებული აკუსტიკა მსოფლიოში დამკვიდრებულ სტანდარტებს შეესაბამება, რაც ინსტრუმენტის შერჩევის დროს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია – სრულად შევიგრძნოთ ფორტეპიანოს ხმის რეზონანსი, – Steinway & Sons Georgia.

როგორც საქართველოში ბრენდის წარმომადგენლები ირწმუნებიან, ჩვენს ქვეყანაში „სტეინვეის“ ოფიციალურად არსებობა უმნიშვნელოვანესი ფაქტია ჩვენი სახელოვნებო დარგისთვის… პროფესიონალი თუ მოყვარული მუსიკოსებისთვის და ასევე, მსმენელებისთვის, რადგან აქვეა სივრცე სალონური საღამოებისთვის, ორმოცდაათამდე სტუმარს რომ იტევს, ისეთი…

და რა არის განსაკუთრებული ამ ბრენდში?
ბრენდის ისტორია 1836 წლიდან იწყება, როდესაც გერმანელმა ფორტეპიანოს შემკეთებელმა, ჰეინრიჰ ენგელჰარდ სტეინვეგმა, ქალაქ სიისენში, თავისი პირველი ფორტეპიანო შექმნა.

ამ პერიოდში, ბრენდი არც კი წარმოიდგენდა, რომ მისი სახელი, თითქმის 200 წლის შემდეგ, საქართველოშიც კი პრესტიჟული იქნებოდა. აღიარება კი ნელ-ნელა მოვიდა. უფრო მას შემდეგ, რაც 1850 წლის 29 ივნისს, ჰეინრიჰი და მისი ცოლი, სამ ქალიშვილსა და ვაჟების მეუღლეებთან ერთად, შვილ კარლთან, ახალ მიწაზე გადასახლდნენ. ამ დროს, ჰეინრიჰი 53 წლის იყო… მშობლიური მხარე რომ დატოვა და მდიდარი წარმოსახვის უნარის მქონე შვილებისგან თავდაჯერებულმა, ნიუ-იორკში განაგრძო საქმიანობა…

თუმცა კი, ჯერ იქაურობას უნდა მორგებოდა.

1853 წელს, ასიმილაციის, გინდათ, ამერიკანიზაციის პროცესში, სტეინვეგების ოჯახის გვარი სტეინვეიდ გადაკეთდა და ახალი სამყაროს შესასწავლად, ინსტრუმენტის ადგილობრივ შემქმნელებთან გამოცდილების მიღების შემდეგ, ჰენრი ენგელჰარდ სტეინვეიმ, შვილებთან ერთად, კომპანია Steinway & Sons დააფუძნა. ძალიან მალე კი, ეს ყველაფერი Varick 85-ის ქუჩაზე, „სტეინვეის“ მიერ წარმოებულ, კვირაში ერთ ფორტეპიანოდ გადაითარგმნა.

უკვე 1860 წლისთვის, 250 თანამშრომლით, ბრენდი მეოთხე ავენიუზე იღებდა შეკვეთებს. 20 წლის შემდეგ კი, ფორტეპიანოს დამზადებისა თუ გაყიდვის კუთხით, ბრენდის მიღწევებს რევოლუციურად აფასებდნენ.

ამ პერიოდში, ფირმა კლიენტებს ნიუ იორკსა და ჰამბურგში ემსახურებოდა და სწორედ აქედან იწყება მისთვის, როგორც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფორტეპიანოს ბრენდის სტატუსის მინიჭება.მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდის წამყვანი კომპოზიტორები: შოპენი და ლისტი, ისეთ რეპერტუარს ასრულებდნენ, რომელთა საფორტეპიანო შესრულების ტექნიკაც ინსტრუმენტისგან პროექციის მეტ შესაძლებლობას, ძალასა და სასიამოვნო ჟღერადობას მოითხოვდა. „სტეინვეის“ მისია, ამერიკაში დაფუძნების პირველი დღიდანვე იყო, შეექმნა ისეთი ფორტეპიანო, რომელიც არავის ენახა და რომლის მსგავსი ჟღერადობაც არავის გაეგო.1992 წელს, წარმოებაში ბოსტონის ხაზი ჩაეშვა, ხოლო 2006 წელს, ესექსის… ფართო აუდიტორიისთვის „სტეინვეის“ ტექნოლოგიური ფილოსოფია რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

ჰენრი სტეინვეი და მისი შვილები: უილიამი, ჰენრი უმცროსი და ჩარლი დიდხანს იბრძოდნენ, რომ ამერიკაში ფორტეპიანოს საუკეთესო შემქმნელების სტატუსი და აღიარება მოეპოვებინათ. სწორედ იმ დროს, Chickerig რომ ყვაოდა. თუმცა, ბრენდმა შეძლო და მასაც აჯობა.

ოჯახში ტრაგიკულმა სიკვდილიანობამ, 1929 წლის დიდმა დეპრესიამ, ორი მსოფლიო ომის დამანგრეველმა ეფექტებმა ყველაფერი ქნა იმისთვის, რომ „სტეინვეის“ ფორტეპიანოების წარმოება შეჩერებულიყო. მაგრამ ბრენდი გადარჩა და დღემდე, მისი ინსტრუმენტები „ფორტეპიანოს მსოფლიო სტანდარტად“ მიიჩნევა.„სტეინვეი ენდ სანსმა“ საქართველოში ექსკლუზიური თანამშრომლობა კომპანია „აი ემ ტი სი მიუზისთან“ 2016 წლის 1 აპრილიდან დაიწყო. ხოლო 2017 წლის 12 მაისს, ოფიციალურად გაიხსნა საგამოფენო სივრცე. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დროიდან, დგებუაძის ქ. #1-ზე, ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა „სტეინვეის“ ლეგენდარული ხელნაკეთი ინსტრუმენტები: როგორც Steinway-ს პრემიუმ ხაზი, ასევე Boston- ისა და Essex-ის  როიალები და ფორტეპიანოები.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა