ხალხით გადატვირთულ ლუდის ბარში თუ ყოფილხართ, მომენტები, რომლებიც Stella Artois-მა ბილბორდებზე გადმოიტანა, ყველას გეცნობათ — ლუდის წაღება ან დალევა როგორღაც ისე რომ უნდა მოახერხოთ, წვეთიც არ დაიღვაროს… Stella Artois კი შეგვახსენებს, რომ ეს ამად ღირს სურათებით, რომლებიც არგენტინელმა ფოტოგრაფმა ალე ბურსეტმა გადაიღო. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ მანამდე Heinz-თან და Magnum-თან უმუშავია და აქცენტი ყოველთვის ადამიანურ ინსაითებზე ჰქონდა. გამონაკლისი არც Stella Artois-ია, რაშიც თავადვე დარწმუნდებით:
და თქვენ როგორ ფიქრობთ, ღირს ამად Stella Artois-ის ლუდის დალევა?!