in

ბექჰემი, „ტყუპ ძმასთან“ ერთად, Stella Artois-ის რეკლამაში მონაწილეობს

2019 წლის შემდეგ პირველად Stella Artois სუპერ თასზე ახალი კამპანიით დაბრუნდა, რომელშიც დევიდ ბექჰემს მეტ დეიმონთან, უფრო სწორად, ტყუპ ძმასთან ერთად ვხედავთ. ამის შესახებ მშობლებისგან იგებს… ცოტათი ჩახლართული ამბავია, მაგრამ მოდით, თავიდან დავიწყოთ:

BOG

რამდენიმე წლის წინ Stella Artois მარკეტინგულ პოზიციაში გამოერკვა და Moments Worth Making-ის სლოგანით დაიწყო მომხმარებლებთან საუბარი, სურდათ, იმ კავშირების იდეა გაეჟღერებინათ, რომლებიც ლუდთან ერთად იქმნება ხოლმე… გასულ წელს ეს A Taste Worth More-ით გააგრძელა და ბექჰემიც დაიხმარა გზავნილის გავრცელებაში:

Stella Artois პრემიუმ ბრენდია, რომელთანაც დაკავშირება მომხმარებლებს სურთ, ბექჰემის გლობალური ვარსკვლავური ძალა კი მას კულტურულ საუბრებშიც აქცევს. მისი ჩართულობა ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის ხიდის გავლებაში გვეხმარება, ინარჩუნებს ბრენდის მდიდრულ მემკვიდრეობას და, ამასთან, მას მიმზიდველს ხდის პრემიუმ ლუდის მოყვარულთა ახალი თაობისთვის. მისი გავლენა ლუდსაც სცილდება და ფეხბურთსაც. ცხოვრების წესი და კულტურაა, რაც ამ წლის კამპანიასაც ესადაგება, — აცხადებს კრის ჯოუნსი, Anheuser-Busch InBev-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ამიტომაც, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ წლევანდელი სუპერ თასის რეკლამაში კვლავ ბექჰემს ვხედავთ, თუმცა ტყუპი ძმა რა შუაშია? ან მართლა ჰყავს? პასუხები Stella Artois-ის რეკლამაში შეგიძლიათ, იხილოთ, რომლის მიხედვითაც ტყუპ ძმებს მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო:

მეტიც, გვეუბნებიან, რომ David & Dave-ის ამბავი ჯერ მხოლოდ დასაწყისია და წინ დიდი სიურპრიზები გველოდება….

არტი, როგორც პროტესტი და ხელოვნებით გამოხატული აქტივიზმი

როგორ მოვიკრიბოთ ყურადღება, უამრავი გამფანტველი ფაქტორის პირობებში