in

Stella Artois ტანსაცმლის კოლექციას უშვებს, რათა მისი ჭიქები მარტივად მოიპარონ

ბრენდის თქმით, ბარიდან ჭიქა ერთხელ ყველას მაინც მოუპარავს ან სულ მცირე უფიქრია ამაზეო… და თქვენთან როგორაა საქმე? აღმოჩნდა, რომ Stella Artois-ს ლუდისთვის მხოლოდ შესანიშნავი ჭიქა კი არ დაუმზადებია, არამედ ჭიქაც, რომელსაც ყველაზე ხშირად იპარავენ. თუმცა ამას ბრენდის სიყვარულის ნიშნად მიიჩნევენ და მომხმარებლებს ახალი კოლექციით საქმეს უმარტივებენ. 

ცოტა უჩვეულოდ კი ჟღერს, მაგრამ ლუდის ბრენდმა ტანსაცმლის ახალი კოლექცია გამოუშვა, თუმცა ერთ დეტალს გეტყვით, რომელიც თქვენს თავში ყველაფერს დაალაგებს — აქ ქურთუკებს, ჯინსებს, ჟილეტებს, ქუდებსა და ჩანთებს შეხვდებით დიდი ფარული ჯიბით, რომელიც Stella Artois-ის ჭიქის მოპარვაში დაგეხმარებათ. ამგვარად, სახელიც ცოტა შეცვალეს და Steal Artois-ის კამპანია შემოგვთავაზეს, რომელზეც VML Chile-სა და David New York-თან ერთად იმუშავეს. 

მართალია, ეს ქმედება ბარებისთვის არც ისე სასურველია, მაგრამ ნამდვილად დადებითად მეტყველებს ბრენდზე, მის დიზაინსა და მიმზიდველობაზე. 

Stella Artois-ში სილამაზის თაყვანისმცემლები ვართ და ამგვარად, ვაცნობიერებთ იმ მშვენიერებას, რომელიც ჩვენს ჭიქას აქვს და რაც მას სურვილის საკულტო ობიექტად აქცევს. ეს კამპანია ყველასთვისაა, ვისაც ცხოვრების მშვენიერებით ტკბობა შეუძლია, — აცხადებს კამილა პლასი, AB InBev-ის მარკეტინგის მენეჯერი. 

 

Journey Rooms – აპარტამენტების გაქირავებისა და მენეჯმენტის მომსახურება ბათუმში

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია