in

Stella Artois-მა ქილის შექმნისას Wimbledon-ის თეთრი დრესკოდი დაიცვა

უიმბლდონი თავისი მკაცრი თეთრი დრესკოდით ყველა მოთამაშისთვისაა ცნობილი, ახლა კი ამ წესს Stella Artois-ის მისდევს და სპეციალური გამოშვების ქილას გვთავაზობს…

BOG
BOG

ინგლისში უიმბლდონის ჩემპიონატზე თამაში რომ შეძლონ, მოთამაშეებმა ქუდით დაწყებული და ფეხსაცმლის ძირით დამთავრებული, ყველაფერი თეთრ ფერებში უნდა ჩაიცვან. ერთადერთი გამონაკლისი დეკოლტეს ან სახელოების არეში მაქსიმუმ ერთი სანტიმეტრი სიგანის სარტყელი შეიძლება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ საჩოგბურთო ტანსაცმელი მეტად ფერადი და გამომხატველობითი გახდა, ეს მაინც ტრადიციულ დრესკოდად რჩება. 

ახლა კი Stella Artois-მა, რომელიც 2014 წლიდან უიმბლდონის ჩემპიონატის სპონსორია, თეთრი დრესკოდი ინსპირაციად აქცია და ქილაც შესაბამისად გამოაწყო. სულ თეთრია, თუ იისფერ და მწვანე ზოლებს არ ჩავთვლით, წარწერით Wimbledon 2025. ქილაზე Stella Artois-ის ლოგო და სხვა ელემენტებია ასახული. ესეც თეთრ ფერებში და იმისთვისაა შექმნილი, რომ განსხვავებული ქილის სახელი დაიმკვიდროს. ამიტომაც დეივიდ ბექჰემის სარეკლამო პოსტერზე შემდეგ წარწერას ვკითხულობთ: Another Excellent Wimbledon Outfit:


აღსანიშნავია, რომ Stella Artois-მა უიმბლდონის დრესკოდი ადრეც დაიცვა — 2023 წელს გაერთიანებულ სამეფოს თეთრი ბოთლები შესთავაზეს ვერტიკალური იისფერი და მწვანე ხაზებით. თუმცა, ამასთან, უამრავი ფერადი ელემენტიც ჰქონდა…

ასეა თუ ისე, ახლა Stella Artois გვაჩვენებს, როგორ შეუძლია ლუდის ბრენდს საჩოგბურთო ტანსაცმლის ტრენდში ჩართვა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მკაცრი დრესკოდის დაცვით…

დაესწარით საქართველოს ბანკის ვებინარს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე

რჩეული ფოტოები 2025 წლის ასტრონომიის ფოტოკონკურსიდან