ელექტრო მანქანები სულ უფრო პოპულარული ხდება… ახლა კი ნიდერლანდების ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 22-მა სტუდენტმა მსოფლიოში პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე საცხოვრებელი ავტოფურგონი შექმნა. იგი გასაშლელი გვერდითი პანელებით და გასაშლელი სახურავითაა აღჭურვილი, რაც მეტ სივრცეს უზრუნველყოფს.
ეს არ არის ჩვეულებრივი გაზზე მომუშავე საცხოვრებელი ავტოფურგონი. ახალი Stella Vita მდგრადი განვითარების ნაწილს წარმოადგენს – მის სახურავსა და გვერდებზე მრავალი მასიური მზის პანელია განთავსებული. ამრიგად, თითოეული მზის პანელი ერთობლივად უზრუნველყოფს ბატარეის საკმარის ენერგიას და შესაბამისად, უსასრულო თავგადასავლების ძიებას…
ვიზუალური თვალსაზრისით, ეს ნამდვილად არ არის ყველაზე ლამაზი ელექტრო მანქანა, რაც ოდესმე გვინახავს. თანაც იგი საკმაოდ გრძელია. ერთგვარი ცრემლის ფორმა კი უკანა ნაწილს მეტ სივრცეს სძენს როგორც შიდა განლაგების, ისე უფრო დიდი მზის პანელების განთავსების მხრივ.
შიდა გადაწყვეტის მიხედვით, Stella Vita საკმაოდ კომფორტულია – აქ შეხვდებით ფართო სამზარეულოს ზონას, თავისი მაცივრით. ასევე, აბაზანას, დივანს და საწოლს. ცხადია, ამ ყველაფერს მზის ენერგია უზრუნველყოფს. დიზაინის ყველა ასპექტი სივრცის მაქსიმალურად გაზრდას ემსახურება, რაც დიდ კომფორტს ქმნის მომხმარებლებისთვის.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია Stella Vita-ს დამატებითი დეტალები. თუმცა გუნდმა დაადასტურა, რომ მზიანი დღის შემთხვევაში მას შეუძლია, ერთი დამუხტვით 453 კილომეტრზე მეტი გაიაროს. სრულ დამუხტვას კი, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.
ამჟამად საცხოვრებელ ავტოფურგონს დაახლოებით 1500 ადამიანი ტესტავს და შეიძლება, რამდენიმე წელიც კი გავიდეს, ვიდრე ეს პროექტი სამომხმარებლო პროდუქტი გახდება.