in

რობოტიკის სასწავლო ქართული პლატფორმა Edison Tech-ის გუნდისგან – STEM Box

„შეგიძლიათ, თქვენს შვილებს ისევე მისცეთ ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობა, როგორც ამას წარმატებული და ცნობილი ანტრეპრენერები თავიანთ ღრმა ბავშვობაში, ბევრად უფრო რთული გზებით აკეთებდნენ“.

STEM Box რობოტიკის ქართული ინოვაციური სასწავლო პლატფორმაა – პროდუქტი, რომელიც მომავალ თაობას ტექნოლოგიურ სამყაროში გზას გაუკვალავს. პროექტის სათავეში Edison Tech-ის გუნდი დგას, რომელმაც STEM Box-ის ფარგლებში ყველა ის პრაქტიკული მიდგომა გააერთიანა, რომელიც ტექნოლოგიური იდეის სწრაფი პროტოტიპირებისთვისაა საჭირო.

STEM BOX მოიცავს ჭკვიან მოდულებს (Smart Blocks), კონსტრუქტორებსა და სხვადასხვა ნივთს, რომლითაც ბავშვები და მოზარდები 5 სხვადასხვა SMART მოწყობილობის შექმნას შეძლებენ.

გივი ბერიძე, Edison Tech-ის დამფუძნებელი: „ჩვენს მომავალ თაობას დღეს თუ რამე ყველაზე მეტად სჭირდება, ეს ტექნოლოგიური ცოდნაა. ამას Edison Tech-ში არასდროს ვივიწყებდით და ჩვენი საქმის პარალელურად, როცა უამრავ ბიზნესსა თუ ორგანიზაციას სხვადასხვა ჭკვიან პროდუქტებსა და მოწყობილობებს ვუქმნიდით, დიდ ყურადღებას ვაქცევდით ახალგაზრდების ამ მიმართულებით განათლებას.

სწორედ ამ მიზნით, 3 წლის წინ, Edison Technology School დავაფუძნეთ, სადაც 200-მდე ბავშვი სწავლობდა, მაგრამ პანდემიის გამო დახურვა მოგვიხდა.

რამდენიმე დღის წინ კი, ბაზარს ახალ რეალობასთან ადაპტირებული პროდუქტი – STEM BOX შევთავაზეთ, რომლითაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს რობოტიკის ინოვაციური მეთოდებით შესწავლა შეუძლიათ.

STEM, მსოფლიოს მასშტაბით, საკმაოდ ტრენდული ტერმინია და ნიშნავს Science, Technology, Engineering & Mathematics. ეს 4 ზემოჩამოთვლილი ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თანამედროვე სამყაროში გრანდიოზული წარმატების მისაღწევადაა საჭირო. ჩვენს ბოქსშიც ყველა ეს კომპონენტია გათვალისწინებული და მასში შეგხვდებათ: ჭკვიანი მოდულები, კონსტრუქტორები და სხვა ნივთები, რომლებიც საჭიროა 5 განსხვავებული ჭკვიანი პროექტის შესაქმნელად. თუმცა ამას, როგორც შეზღუდვას, ნუ შევხედავთ. ამ მოდულებითა და ბავშვის წარმოსახვით ახალი პროექტების მოფიქრებაცაა შესაძლებელი.

პირველი სტემ ბოქსი გათვლილია 6-8 წლის ზემოთ მყოფი მოზარდებისთვის. მას მოჰყვება ძალიან დეტალური წერილობითი და ილუსტრირებული ინსტრუქციები, რაც პროექტების აწყობას ამარტივებს და უფრო პატარა ასაკის ბავშვებსაც აძლევს შესაძლებლობას, რომ ჭკვიანი რობოტები თავიანთი ხელით შექმნან.

სამომავლოდ, ჩვენს მომხმარებლებს ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ ახალი ვერსიის STEM BOX-ს შევთავაზებთ, რომლითაც ასაკობრივი სეგმენტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ახალი და განსხვავებული ჭკვიანი მოწყობილობების შექმნა იქნება შესაძლებელი.

სიამაყით გვინდა, ვთქვათ, რომ ეს პროდუქტიც, ისევე როგორც ჩვენი სხვა ყველა ტექნოლოგია საქართველოშია შექმნილი და მას, პირველ რიგში, ადგილობრივ აუდიტორიას ვუზიარებთ. თუმცა კი, გვსურს, ეტაპობრივად, საზღვარგარეთაც გავიდეთ და ქართული პროდუქცია სხვა ქვეყნებსაც შევთავაზოთ.

ადრე იყო პრობლემა, როცა ყველას სურდა, საკუთარი შვილი ილონ მასკივით, სტივ ჯობსივითა და სხვა წარმატებული „გამომგონებლებივით“ ჭკვიანი ჰყოლოდა, მაგრამ არ იცოდნენ „გამომგონებლობამდე“ მისასვლელი გზა.

დღეს, ეს უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ, თქვენს შვილებს ისევე მისცეთ ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობა, როგორც ამას წარმატებული და ცნობილი ანტრეპრენერები თავიანთ ღრმა ბავშვობაში, ბევრად უფრო რთული გზებით აკეთებდნენ“, – განმარტავს გივი ბერიძე.

ლეონარდო ბონუჩიმ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლა და ჰაინეკენი დალია

TBC-ის ანდროიდ ინჟინერი Google-მა საერთაშორისო ექსპერტად აღიარა