ნეო უნივერსიტეტი Skillwill ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში მომავალი თაობების მომზადების მიზნით, ბათუმში STEM სკოლას ხსნის. ეს არის უნიკალური საკვირაო სკოლა, რომელიც 12-15 წლის მოზარდებისთვისაა განკუთვნილი და ორიენტირებულია მათში კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მიდგომებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაზე.
STEM სკოლის სწავლების მეთოდები გამოირჩევა ინოვაციურობით. სასწავლო პროცესში მოსწავლეები ითვისებენ ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, რომლებიც დღესაც და მომავალშიც ძალიან მოთხოვნადია. მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სახალისო მეთოდებითა და თამაშებით სწავლების პროცესში მოზარდებს უვითარდებათ ყველა ზემოხსენებული უნარი და იძენენ ინტერესს იმ საკითხების მიმართ, რომლებიც, ერთი შეხედვით, შესაძლოა, უინტერესოდ ეჩვენებოდეთ სტანდარტული სასკოლო განათლების პროცესში. STEM სკოლის სასწავლო სივრცე აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის, რობოტიკის ლაბორატორიებით, 3D პრინტერებით, სკანერებით და რობოტი ასისტენტით, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ინოვაციურ გარემოში მიიღონ განათლება.
Skillwill STEM სკოლაში გაწევრიანება საინტერესო შესაძლებლობას წარმოადგენს მოზარდებისთვის, რომლებიც თამაშებისა და სახალისო დავალებების მეშვეობით შეძლებენ ახალი ცოდნის შეძენას და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას. სკოლის საზეიმო გახსნაზე დასწრება მშობლებსა და მათ შვილებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, ადგილზე პირადად გაეცნონ Skillwill STEM სკოლის მაღალტექნოლოგიურ გარემოსა და ინოვაციურ პროგრამებს. ბავშვებს და მშობლებს ექნებათ შანსი, დაათვალიერონ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე.
Skillwill ყველა დაინტერესებულ ბავშვს, მომავალ ტექლიდერს ეპატიჟება, რომ თავად აღმოაჩინონ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყარო და შეხვდნენ ლექტორებს, რომლებიც მომავალი თაობის განათლებას უდგანან სათავეში. ღონისძიებაზე გაიმართება საცდელი გაკვეთილებიც, რაც ბავშვებსა და მშობლებს STEM სკოლის სწავლის პროცესის რეალურ გამოცდილებას გაუზიარებს.
დეტალებზე სასაუბროდ და STEM სკოლის მნიშვნელობის უკეთ გასაცნობად Skillwill-ის აკადემიურ დირექტორს, კონსტანტინე შუბითიძეს გავესაუბრეთ.
რა არის Skillwill STEM სკოლის მთავარი მისია?
Skillwill STEM სკოლის მთავარი მისიაა, გავაძლიეროთ ახალგაზრდები იმ უნარებით, რომლებიც მათ მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, რომ მოზარდებმა კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მიდგომებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებით შეძლონ რეალური პრობლემების გადაჭრა და ტექნოლოგიურ სამყაროში ადაპტირება. ამასთან, STEM განათლება ეხმარება ბავშვებს, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და დარწმუნებულები თავიანთ შესაძლებლობებში.
რა უპირატესობები აქვს Skillwill STEM სკოლას სხვა მსგავს სკოლებთან შედარებით?
კონსტანტინეს თქმით, Skillwill STEM სკოლა გამოირჩევა როგორც პროგრამით, ისე ტექნიკური ბაზით: „ჩვენ ვიყენებთ ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობას, როგორებიცაა რობოტიკის ლაბორატორიები, 3D პრინტერი, სკანერი და რობოტი ასისტენტი. სწავლების პროცესი მაქსიმალურად სახალისოა, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მარტივად შეითვისონ ახალი ინფორმაცია და გაიღრმავონ ცოდნა”.
ასევე, პროგრამა შედგენილია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და ითვალისწინებს ბავშვების ასაკობრივ მახასიათებლებს. STEM სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ფიზიკურ ფორმატში, რაც ბავშვებს საშულებას აძლევს, უშუალოდ შეეხონ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და პრაქტიკულად გამოცადონ მიღებული ცოდნა.
როგორია სასწავლო პროგრამის სტრუქტურა?
პროგრამა აგებულია ლოგიკური თანმიმდევრობით, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ეტაპობრივად აითვისონ ისეთი დისციპლინები, როგორებიცაა: კოდინგი, რობოტიკა, ფიზიკა და ქიმია. გარდა ამისა, დამატებითი მოდულები მოიცავს ხელოვნური ინტელექტისა და მაიკროსოფტის საოფისე პროგრამების ელემენტებს. პროგრამის მთავარი მიზანია, მოსწავლეები პრაქტიკულად მოამზადოს რეალური ცხოვრებისთვის.
ვის შეუძლია STEM სკოლაში სწავლა?
სწავლის პროცესის მიმართ ინტერესს მოსწავლეების განსაკუთრებული მოტივაცია განაპირობებს. კონსტანტინემ ამის შესახებ შემდეგი განმარტება მოგვაწოდა: „სკოლა განკუთვნილია 12-15 წლის მოზარდებისთვის, რომელთაც სურთ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარება, ახალი ცოდნის მიღება და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავება. ჩვენი სასწავლო გარემო ყველას აძლევს შესაძლებლობას, გაერთოს და ისწავლოს ერთდროულად”.
რას ეტყოდით დაინტერესებულ მშობლებს?
მინდა, მოვუწოდო ყველა მშობელს, მოვიდნენ თავიანთ შვილებთან ერთად სკოლის საზეიმო გახსნაზე. გახსნის დღეს ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საცდელ გაკვეთილებში, გაეცნონ STEM პროგრამებს, პირადად შეხვდნენ ლექტორებს და დაათვალიერონ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე. STEM განათლება თქვენი შვილებისთვის შესაძლებლობას ქმნის, დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ლიდერებად ჩამოყალიბდნენ.
„სქილვილის“ STEM სკოლა – განათლების ახალი საფეხური მომავალი თაობისთვის!
ბათუმში Skillwill STEM სკოლის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ტექნოლოგიური განათლების განვითარებისთვის. გახსოვდეთ, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც თქვენს შვილებს მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა თავისუფალი დრო პროდუქტიულად გაატაროს, განვითარდეს გონებრივად და აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები, მაშინ STEM სკოლა სწორი არჩევანია! მომავალ ტექლიდერებს ველოდებით Skillwill STEM სკოლაში, რომელიც Hive Tech Hub-ის ფილიალში, ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის 129-ე ნომერში მდებარეობს.
პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მითითებულ ბმულზე იპოვი.
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა
დარეგისტრირდი დღესვე და დაესწარი გახსნის ღონისძიებას, რომ ახლოდან გაიცნო მომავლის ტექნოლოგიები!
[პარტნიორის კონტენტი]