in

3 გზა სტენსილებით ხელოვნების ნიმუშების გასამრავალფეროვნებლად

უძველესი გამოქვაბულის ხელოვნებიდან მოყოლებული – თანამედროვე ქუჩის მხატვრობამდე, სტენსილები არის ის ინსტრუმენტები, რომლებიც ყოველთვის უზრუნველყოფდა შემოქმედებითი შესაძლებლობების ფართო სპექტრს და სხვა მიმართულების ხელოვანებსაც ეხმარებოდა თვალსაწიერის გაფართოებაში.

BOG
BOG

კედლის მხატვრები გვიზიარებენ სამ გზას, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარები და ხელოვნების ნიმუშები სტენსილებზე მუშაობის მეთოდით.

სტენსილები, როგორც ნიმუში

მათი გრაფიკული ბუნებისა და განმეორებით გადახატვის ან გავრცობის შესაძლებლობით, სტენსილები შესანიშნავი ინსტრუმენტებია საინტერესო ფონის შესაქმნელად ნებისმიერი ნახატისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, აბსტრაქტული დიზაინი გაქვთ შესაქმნელი თუ რაიმე სხვა, თქვენ უკვე არსებული სტენსილები შეგიძლიათ ნიმუშად გამოიყენოთ. გარდა ამისა, კედლის მხატვრობა ხშირად ითვალისწინებს წარწერების გაკეთებასაც, რაც საშუალებას მოგცემთ, იფიქროთ და დაამუშაოთ პერსონალური ხელწერა სასურველი შრიფტითა და ზომებით.

პორტრეტები

სტენსილებით ძალიან საინტერესო პორტრეტებიც გამოდის. კედლის მხატვრები გვირჩევენ, რომ თუ სტენსილზე პორტრეტის გადმოტანას ვეცდებით, ვისწავლით პროპორციული ფიგურებისა და ხაზების ტექნიკას, ასევე, დავამუშავებთ სხვადასხვა ხელსაწყოთი ხატვის მეთოდს.

სტენსილები დიზაინში

სტენსილები ასევე კარგი საშუალებაა ნებისმიერი სივრცის დიზაინერისთვის, იქნება ეს შიდა თუ გარე სივრცე. პირველ რიგში, მას შემოაქვს პერსონალიზებული ხედვა, ჩვეულებრივი, დაბეჭდილი ფონებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიძლება სხვასთანაც მეორდებოდეს. გარდა ამისა, ის მეტ თავისუფლებას გაძლევთ, გამოიყენოთ თამამი გეომეტრიული ფორმები თუ დახვეწილი დეტალები. ის აადვილებს უნიკალური ტექსტურების, ფერების დამატებას და უწყვეტი, განმეორებადი დიზაინის შექმნას რთული ინსტალაციის გარეშე.

გამომდინარე იქიდან, რომ სტენსილის ხატვის პროცესში უმნიშვნელოვანესია სიზუსტე, ფერწერა და დეტალიზება, ის ეხმარება ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, მათ შორის, ციფრული ხატვისაც, დახვეწონ თავიანთი უნარები და შემდგომ უკვე ნამუშევრები.

„ენთების“ ფინანსური რეპორტინგის, ანალიზისა და ბიუჯეტირების სერვისები

რა შეთავაზებები მოქმედებს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში? – ფესტივალის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი