in

STEP DESIGN 2023 — IT აკადემია STEP-ის ტრადიციული გამოფენა გრაფიკულ დიზაინში

უკვე მეექვსე წელია, გამოფენა წარმატებით ტარდება და მასში IT აკადემია STEP-ის 100-მდე სტუდენტი მონაწილეობს. ღონისძიება „სტეპის“ სარეკრეაციო სივრცეში ეწყობა და ყოველწლიურად 300-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს — მათ საშუალება აქვთ, გაეცნონ სტუდენტების გამორჩეულ ნამუშევრებს და ხმის მიცემით გამოავლინონ საუკეთესო. ამასთან, გრაფიკული დიზაინის მენტორების მიერ დასახელდებიან საუკეთესო ავტორები.

IT აკადემია STEP მსოფლიო ბრენდია, რომლის პირველი ფილიალი საქართველოში 2015 წელს თბილისში გაიხსნა. „სტეპის მისიაა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში დავეხმაროთ ადამიანებს ციფრული, თანამედროვე უნარ-ჩვევების განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიური პროფესიების დაუფლებაში, რაც კონკურენტულ შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრებაში შეუწყობთ ხელს“.

წელს #STEPDESIGN2023 გამოფენის პარტნიორია მარკეტინგული სააგენტო „ჯინჯერსი“, სადაც კონკურსის გამარჯვებულები რამდენიმეთვიან სტაჟირებას გაივლიან. სააგენტო, რომლისთვისაც „ხასიათი მნიშვნელოვანია“, 2016 წელს დაიბადა — 7 წლის განმავლობაში ცეცხლოვანმა „ჯინჯერებმა“ საკუთარი მებრძოლი, მხიარული და შრომისმოყვარე ხასიათით მრავალი განსხვავებული კამპანია შექმნეს მარკეტინგულ ბაზარზე.

„გრაფიკული დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულებაა სტეპში. ჩვენთან საუკეთესო პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ლექტორების გუნდი ასწავლის. მოსწავლეები დიზაინს 9 წლის ასაკიდან ეუფლებიან.

მოდი სტეპში. დაასახელე შენი რჩეული. გამოავლინე გამარჯვებული“.

18 ივლისი — #სტეპის სარეკრეაციო ზონა 19:00 სთ

#STEPDESIGN2023

[R]

Barbie როგორც ინფლუენსერი

მსოფლიოში უდიდესი ბირთვული შერწყმის რაკეტის ძრავის მშენებლობა დაიწყო!