Oculus-მა, რომელიც უკვე ოფიციალურად Facebook-ს ეკუთვნის, ამ უკანასკნელთან ერთად, მშვენიერი სიახლე შესთავაზა ვიდეოთამაშების მოყვარულებს და არამხოლოდ მათ. პირველ რიგში, საოცარი ვირტუალური სამყარო და თამაში, რომლის მთავარი მოქმედი პირი უშუალოდ მომხმარებელია. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ Oculus-ის მიერ წარმოებული თანამედროვე და ხარისხიანი VR სათვალეები უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომია. ამ ორი არაჩვეულებრივი ამბის რეკლამირებისთვის Facebook-მა და Oculus-მა ძალიან შთამბეჭდავი და ორიგინალური სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნეს, რომელიც მაყურებელს მსგავსი თავბრუდამხვევი ვირტუალური სამყაროს საკუთარ თავზე გამოცდის სურვილს გაუჩენს.













