in

სტეპ აიტი აკადემია სფოთლაითის მხარდამჭერი გახდა

სულ მალე, სფოთლაითის მე-10, საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. ფორმატი, ამჯერად, განსხვავებული იქნება და 23-24 დეკემბერს, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. სფოთლაითის ისტორია 2013 წლიდან იწყება და მას შემდეგ, წლის მთავარ მარკეტინგულ დღესასწაულად იქცა, ადგილად, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წელს, სფოთლაითის მხარდამჭერებს შემოუერთდა IT აკადემია STEP. სფოთლაითთან დამეგობრებაზე IT აკადემია STEP-ის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ შოშიაშვილი გვესაუბრა.

M: რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ისეთი ღონისძიების მხარდაჭერა, როგორიც სფოთლაითია?

სტეპის მთავარი ღირებულება განვითარებაა – განვითარების სურვილის გაღვივება საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ჩვენ მიგვაჩნია და გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას სწორედ მაშინ დავაყენებთ გაბრწყინების გზაზე, როცა განვითარების სურვილით შეპყრობილი ქართველი უფრო მეტი გვეყოლება, ვიდე ინერციით მცხოვრები. მისიაც, რასაც ჩვენ ვემსახურებით არის ის, რომ მუდმივად მზად ვიყოთ ასეთი ადამიანების გვერდში დგომისთვის, მივაწოდოთ და მივცეთ სრულყოფილი განათლება იმ პროფესიებზე, რაც ახლა ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად მაღალანაზღაურებადი და თავსებადია მომავალ, ინდუსტრიულ რევოლუციასთან (ინდუსტრია 4.0).

გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, ამ ყველაფერს, რასაც საერთო ჯამში Spotlight გვთავაზობს, გვაძლევს განვითარებაზე დაფიქრების უდიდეს სტიმულს და სასარგებლო გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე. ეს კი მთავარი ინგრედიენტია ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის სწორად განვითარების საქმეში.

M: ღონისძიების წლევანდელი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?

უპრეცედენტოა ტექნოლოგიური გარდაქმნების ის ტემპი, რომელიც დღეს მსოფლიოს ამოძრავებს. წინა ინდუსტრიულ რევოლუციებთან შედარებით, მომავალი მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია, წრფივის ნაცვლად, ექსპონენციური სიჩქარით ვითარდება და ყველა ქვეყანაში ცვლის აბსოლუტურად ყველა ინდუსტრიას. ექსპერტების ანალიზით, მალე ვირტუალური ქსელის მეშვეობით თითქმის ყველა ელექტრო მოწყობილობა ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და ისინი ინტენსიურად გაცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას. შედეგად, იარსებებს მათი მართვის სრულიად ახალი შესაძლებლობები. კიბერფიზიკურ პროცესებზე დაფუძნებული ე.წ. ჭკვიანი წარმოება კიდევ უფრო გაზრდის წარმოების ეფექტიანობას და დააჩქარებს ტექნოლოგიურ განვითარებას. მომხმარებლებისთვის გაჩნდება სრულიად ახალი ტიპის სერვისები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ადამიანის ცხოვრებას. ხელოვნური ინტელექტი კი არის ის, რითაც ახალი ინდუსტრიული ეპოქა გამოირჩევა და ეს უკვე ჩვენი რეალობაა.

ჩნდება ბევრი ახალი პროფესია, რომლებსაც რამდენიმე წლის წლის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდით. წლევანდელი თემა „მემკვიდრეობა“ – კი ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არამხოლოდ სურვილი, არამედ ჩვენი ვალია, რომ ვითანამშრომლოთ და ერთად შევქმნათ ყველანაირი შესაძლებლობა ახალი თაობის სწორად განვითარებისთვის. ამიტომ, გარდა Spotlight-ის იმ ძალისა, რაც ღონისძიებაზე დასწრების დროს, ახალ კავშირებსა და ინსპირაციულ გამოსვლებს მოაქვს, დიდი მემკვიდრეობაა ის, რაც ინტერნეტში, სოციალურ ქსელებსა და სტრიმინგ პლატფორმებზე ვიდეო თუ წერილობითი კონტენტის სახით რჩება.

M: როგორია მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?

IT აკადემია STEP-ის და Spotlight-ის მეგობრობა, ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენთვის, რომ საზოგადოებაში უწყვეტი განვითარების სურვილი კიდევ უფრო გავაღვივოთ. ამასთან, ერთია როცა შენ ვითარდები და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, როცა საკუთარი წარმატების შემდეგ, სხვას აძლევ შთაგონებას და მოტივაციას, რომ განვითარდეს.  ამიტომ, თავის დროზე, როგორც ინტერნეტმა წაშალა გარკვეული საზღვრები და უკვე აღარც კი გვახსოვს, მანამდე არსებული უამრავი ბარიერი, მაგალითად ისეთი, როგორიცაა თუნდაც საზღვარგარეთ დარეკვა. ანალოგიურად, სულ მალე და პრინციპში, უკვე ასეცაა, რომ კარიერის განვითარებისთვისაც წაიშალა ყველანაირი საზღვრები და ჩვენი მომავალი თაობა, განვითარება გლობალურ მასშტაბებზე, თავისუფლად შეუძლია. შესაბამისად, „მემკვიდრეობა“ იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ორდღიანი Spotlight-ი ნამდვილად დროული და მიზანშეწონილია. მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც ისეთივე საინტერესო თემებით იქნება დატვირთული სრული ღონისძიება, როგორც აქამდე და ეს ორი დღე, ჩვენს საერთო მიზანს უპირობოდ მოემსახურება.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

„აქ ადამიანების შესაძლებლობები მართლა უსაზღვროა“

„ბალავარი დეველოპმენტი” – 10 წელი ხარისხის, კომფორტისა და გამორჩეული დიზაინის შექმნაში