in

„IT  აკადემია სტეპი“ Spotlight Tech-ის მხარდამჭერია!

Spotlight Tech ბრუნდება მთავარი გზავნილით „ახალი დროა“. სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი ტექნოლოგიური დღესასწაული კვლავ ჩატარდება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. ღონისძიების მხარდამჭერია „IT აკადემია სტეპი“. Spotlight-თან დამეგობრობაზე, „IT აკადემია სტეპის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მაკა მახათაძე გვესაუბრა.

M: წლევანდელი სფოთლაითი ტექნოლოგიური მიმართულებისაა. რითაა თქვენთვის საინტერესო ამ თემატიკის ღონისძიება და როგორია მოლოდინი?

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში, უკვე დაწყებულია ახალი (მეოთხე) ინდუსტრიული რევოლუცია, როგორც წესი ამ ყველაფერს თან ახლავს მთელი რიგი ტრანსფორმაციული ცვლილებები, როგორც სახელმწიფოებრივი, ინფრასტრუქტურული, საზოგადოებრივი და აკადემიური, ასევე ყოფითი მიმართულებებით. ეს ცვლილება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და კომპლექსური იქნება, რომლის შემდეგ ჩვენი ცხოვრების წესი ფუნდამენტურად შეიცვლება. მოკლედ თუ გადავავლებთ თვალს კაცობრიობის ისტორიას, ბევრი რამ ნათელი გახდება და თავად მივალთ ლოგიკურ დასკვნებთან თუ რა გველოდება და რისთვის უნდა მოვემზადოთ.

პირველმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ XVIII საუკუნეში ორთქლის ძალის გამოყენებით ფიზიკური სამუშაო მანქანით ჩაანაცვლა. შემდეგი დიდი ნახტომი XIX საუკუნეში, დენის გამოგონებას უკავშირდება. მეორე ინდუსტრიულ რევოლუციას გამოგონებათა მასშტაბური ტალღა მოჰყვა, მათ შორის – შიგაწვის ძრავა, თვითმფრინავი და კინოსურათების ამოძრავებაა. მესამე რევოლუცია XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და მიკროელექტრონიკისა და კომპიუტერების გამოგონებას უკავშირდება, მთლიანად დაფუძნებულია ციფრულ ტექნოლოგიებზე, ტელეკომიუნიკაციურ სისტემებზე, კავშირგაბმულობასა და ინტერნეტის განვითარებაზე.

ტექნოლოგიური გარღვევების ის ტემპი, რომელიც დღეს კაცობრიობას აქვს, უპრეცედენტოა. წინა ინდუსტრიულ რევოლუციებთან შედარებით, მეოთხე, წრფივის ნაცვლად ექსპონენციური სიჩქარით ვითარდება და ყველა ქვეყანაში ცვლის აბსოლუტურად ყველა ინდუსტრიას.

ექსპერტების პროგნოზით, მალე ვირტუალური ქსელის მეშვეობით თითქმის ყველა ელექტრო მოწყობილობა ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და ისინი ინტენსიურად გაცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას. შედეგად, იარსებებს მათი მართვის სრულიად ახალი შესაძლებლობები. კიბერფიზიკურ პროცესებზე დაფუძნებული ე.წ. ჭკვიანი წარმოება  კიდევ უფრო გაზრდის წარმოების ეფექტიანობას და დააჩქარებს ტექნოლოგიურ განვითარებას. მომხმარებლებისთვის გაჩნდება სრულიად ახალი ტიპის სერვისები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ადამიანის ცხოვრებას. ხელოვნური ინტელექტი კი არის ის, რითაც ახალი ინდუსტრიული ეპოქა გამოირჩევა და ეს უკვე რეალობაა.

ამ ყველაფრის ფონზე, კი ჩნდება ბევრი ახალი პროფესია, რომლებსაც რამდენიმე წლის წლის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდით. „IT  აკადემია სტეპი“ არის საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების ცენტრი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უწყვეტ, პრაქტიკაზე დაფუძნებულ, სრულფასოვან, საერთაშორისო დონის პროფესიულ განათლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში ნებისმიერი ასაკისთვის. მსოფლიოს მასშტაბით „IT აკადემია სტეპი“ წარმოდგენილია 20 ქვეყანაში 100-ზე მეტი ფილიალით.

აკადემია გარდაქმნის არსებულ ხედვებს განათლებაზე, თანამედროვე ადმინისტრაციული პროგრამების დანერგვით, პრაქტიკოსი ლექტორებით და ინოვაციური სასწავლო სივრცით უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებას, პროფესიული “Hard” უნარების განვითარებას, ძლიერი კარიერული ცენტრით ეხმარება სამუშაო და Soft” უნარების გამომუშავებაში და ამზადებს სტუდენტებს ანაზღაურებადი სამუშაოსთვის, როგორც ადგილობრივ კომპანიებში ასევე ფრილანსერად.

ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის წარმატებისთვის, საკუთარი მცირეოდენი წვლილი შეგვაქვს, რომ განათლება ეს მხოლოდ დარგი კი არა ღირებულებაა, რამაც უნდა გაგვაერთიანოს ყველა მიმართულებით. სწორედ ამ მთავარ მიზანს ვემსახურებით და ვფიქრობ, რომ აქ იკვეთება Spotlight-ის და IT აკადემია STEP-ის გზები. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიურ პროექტებს, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც ეძღვნებოდა გლობალურ ბაზარზე, ტექ-კომპანიებში დასაქმებულ, ქართველი ახალგაზრდების საზოგადოებისთვის გაცნობას, ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი (დემეტრე შანშიაშვილი) ახლა Spotlight Tech 2023-ის გამომსვლელია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ჩვენს საერთო მიზანს.

M: როგორია თქვენი შეფასება – რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული რეალობისთვის?

მთავარი მოტივაცია, რაზეც ჩვენი გუნდი დგას, არის თვითგანვითარება. ყველა იმ იმპულსის გაღვივება და გავრცელება, რასაც განვითარება მოაქვს და ამით, წვლილი შევიტანოთ საზოგადოების და ქვეყნის სწორად განვითარებაში. „განვითარდი და განავითარე“ – არის „სტეპის“ მთავარი მოტო, რაც ხაზს უსვამს მის დაუსრულებელ პროცესს და განათლების მთავარი დანიშნულებაც, სწორედ ეს არის, რომ ადამიანის განვითარების მუდმივ წყაროს წარმოადგენდეს.

გარდა იმ საინტერესო ისტორიებისა, რასაც სპიკერები სცენიდან გვიამბობენ ხოლმე, ვფიქრობ, რომ Spotlight-ს აქვს ის დიდი ძალა, რასაც სასარგებლო გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე და გვაძლევს განვითარებაზე დაფიქრების უდიდეს სტიმულს. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის.

M: რითაა ღირებული თქვენთვის სფოთლაითთან დამეგობრება?

პირველ რიგში იმით, რომ ტექნოლოგიურ განათლებასთან დაკავშირებულ, კიდევ ერთ საერთო საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს. ამასთან, Spotlight Tech-ზე გამომსვლელები არიან ახალგაზრდები, რომელთა სამსახურებრივი გამოცდილება შესაძლოა რამდენიმე ათეულ წელს არ მოიცავდეს, თუმცა ძალიან მრავალფეროვანი და დინამიკურია. მათ წარმოუდგენელ კარიერულ წარმატებას მიაღწიეს და ეს ისტორიები აუცილებლად იქნება შთამაგონებელი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

თავის დროზე, როგორც ინტერნეტმა წაშალა გარკვეული საზღვრები და უკვე აღარც კი გვახსოვს, მანამდე არსებული უამრავი ბარიერი, მაგალითად კომუნიკაციის ბარიერი და საზღვარგარეთ, ნებისმიერ დროს დარეკვის შესაძლებლობა, ანალოგიურად, კარიერის განვითარებისთვისაც წაიშლება ყველანაირი საზღვრები. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მზად დახვდეს ამ ცვლილებებს. IT აკადემია STEP-ის და Sphotlight-ის დამეგობრება, ჩვენი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, უწყვეტი განვითარების მნიშვნელობის წარმოსაჩენად. ერთია, როცა შენ ვითარდები და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, როცა საკუთარი წარმატების შემდეგ, სხვას აძლევ შთაგონებას და მოტივაციას, რომ განვითარდეს.

ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

ლიბერთი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაციის FCI-ის წევრი გახდა

Emirates მგზავრებს თვითრეგისტრაციისთვის ავტონომიურ რობოტს სთავაზობს