in

სტეპ სკოლაში მიღება დაიწყო

მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა — STEM და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაღრმავებული და ინტეგრირებული სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სხვა დისციპლინასთან ერთად, სტეპ სკოლის მთავარი პრიორიტეტია.  

IT აკადემია STEP 1999 წლიდან არის წარმოდგენილი განათლებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების ტექნოლოგიური უნარების განვითარებაში. გასულ წელს სტეპმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია წარმატებით გაიარა. სტეპის ახალი, სასკოლო მიმართულება სრულად ორიენტირებული და მორგებულია საბაზო და საშუალო საფეხური მოსწავლეებისთვის — მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. 

სტეპ სკოლის მისიაა, მოამზადოს მაღალი ინტელექტუალური ღირებულებების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნა ექნებათ და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებას შეძლებენ. ეს კი ერთ-ერთი მთავარი უნარია წარმატებული კარიერის შესაქმნელად. სწორედ ამიტომ, სტეპ სკოლა განსაკუთრებით დიდ ყურადღებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ამახვილებს, რის შედეგადაც, სტეპ სკოლის მოსწავლეები სწავლის გაგრძელების მიზნებისათვის კონკურენტუნარიანები იქნებიან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სტეპ სკოლა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისათვის განკუთვნილი უსაფრთხო ლაბორატორიებით, თანამედროვე სპორტული დარბაზით, თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი კომპიუტერით და შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახებით.

დაათვალიერე სტეპ სკოლის გარემო და გაეცანი მიღების წესს.

სკოლის საბაზო საფეხურზე, რომელიც მოიცავს VII-IX კლასებს, მოსწავლეებს შეეძლებათ მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება; სრულად გამოავლენენ საკუთარ ინტერესებსა და მიდრეკილებებს, შეძლებენ დამოუკიდებლად სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარებას. 

ხოლო რაც შეეხება სკოლის საშუალო საფეხურს, რომელიც X-XII კლასებს მოიცავს, მოსწავლეები უკვე სისტემური ცოდნის კონსტრუირებას შეძლებენ, ჩამოყალიბდებიან როგორც მოაზროვნეები, მაძიებლები, ახლის შემოქმედნი, წიგნიერები, ინფორმირებულები და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეები. XI და XII კლასელებისათვის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ასევე შეთავაზებული იქნება აბიტურის პროგრამა.

სტეპ სკოლის საგნების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. 

[R]

ბიტნეტმა მომხმარებელს პირველი ქართული კრიპტო თაიგული წარუდგინა

Mooni-ის გალერეა გადამუშავებად პლასტმასაში გაახვიეს