in

თემო თადიაშვილი – გაიცანი წარმატებული სტეპერები

თემო, გვიამბე რა სპეციალობაზე სწავლობდი სტეპში?

ბოლო პერიოდში, ძალიან დამაინტერესა კიბერუსაფრთხოების საკითხებმა და დიდი სურვილი მქონდა მიმეღო საფუძვლიანი ცოდნა ამ მიმართულებით. გადავწყვიტე, მომეძებნა დაწესებულება, სადაც  Networking & Cyber Security-ის საფუძვლიანად შემასწავლიდნენ. მეგობრის რჩევით, არჩევანი გავაკეთე IT აკადემია STEP-ზე, რადგან ჩემი პრიორიტეტი იყო, მიმეღო მაქსიმალურად მეტი პრაქტიკული ცოდნა, მარტივად, მცირე დროში.

კომპეტენტური ლექტორების წყალობით, სტეპში სწვალის დროს, მართლაც მივიღე როგორც თეორიული ასევე, პრაქტიკული ცოდნა. თითოეული გაკვეთილის დროს მიწევდა მუშაობა რეალურ პროექტებზე, რაც ამჟამად ძალიან მეხმარება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში.

რომელ კომპანიაში მუშაობ ახლა და რა პოზიციაზე? რა დავალებებს მოიცავს შენი საქმიანობა?

ამ ეტაპზე IT Support Engineer-ის პოზიციაზე ვმუშაობ Space International-ში, რომელიც დაფუძნებულია თიბისი ჯგუფის მიერ და უზრუნველყოფს უახლეს, სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას.

როგორც ვიცით, ქსელის უსაფრთხოება არის კიბერუსაფრთხოების სფერო, რომელიც ორიენტირებულია კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების დაცვაზე შიდა და გარე კიბერსაფრთხეებისა და კიბერშეტევებისგან. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას Space International-ში, კონკრეტულად, ის მოიცავს შემოსული „თიქეთების“ დამუშავებას და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ტექნიკური დახმარების გაწევას. ასევე, ადმინისტრირებას ვუწევ კომპანიაში არსებული Cloud სერვისებს (Microsoft Azure, AWS) და  MDM  სისტემებს (Microsoft Intune, Kandji).

ყველაზე მეტად, რომელი პროექტით ამაყობ, რომელზეც გიმუშავია?

ზოგადად, ძალიან მიყვარს სხვადასხვა საინტერესო პროექტზე მუშაობა, რადგან სწორედ ამ დროს ვიზრდები როგორც პროფესიონალი და ვიღებ ისეთ პარქტიკულ გამოცდილებას, რაც შემდგომში ჩემს კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს.

იმ პროქეტებიდან, რომლებზეც განსაკუთრებულად დიდი ენერგია და დრო მაქვს დახარჯული, გამოვარჩევდი რამდენიმეს:

  • კომპანიის მასშტაბით MDM სისტემის ინტეგრაცია;
  • კომპანიაში არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის განახლება;
  • Domain Controller -ის inplace upgrade (პროექტზე ვმუშაობ ამ ეტაპზე);

აქვე გავიხსენებ იმ ორ ძალიან კარგ პროექტს, რომელთა გაკეთების საშუალებაც IT აკადემია STEP -მა მომცა ფინალური პროექტების სახით, ესენია: 

  • Windows Server
  • Linux ადმინისტრირება.

რა როლი ითამაშა IT აკადემია STEP-მა შენს ცხოვრებაში?

IT აკადემია STEP-მა ჩემს პროფესიულ განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. სტეპში გამოვიმუშავე ის უნარები და კომპეტენციები, რაც თანამედროვე სამყაროში დასაქმებისთის არის საჭირო. გარდა ქსელებისა და კიბესუსაფრთხოების მიმართულებით მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა, შევიძინე ისეთი უნარები, როგორიცაა: პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა და სხვა.

ასევე, მინდა დავამატო, რომ სტეპში ძალიან მარტივად ავითვისე ის  მასალა, რაც აქამდე საკმაოდ რთული მეჩვენებოდა. სტეპის სასწავლო გარემომ გამიღვივა ინტერესი მემუშავა უფრო სიღიმისეულ საკითხებზე, რაც შემდგომში შესრულებულ პროექტებზეც ისახება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში. 

რა რჩევას მისცემდი სტეპის ახლანდელ სტუდენტებს?

ახლანდელი სტეპეტებისთვის ჩემი რჩევა იქნება ის, რომ აუცილებლად დაისახონ მიზანი და ყველაფერი  გააკეთონ თავიანთი მიზნის მისაღწევად. მაქსიმალური ცოდნა მიიღონ სტეპის გამოცდილი ლექტორებისგან და ისიამოვნონ იმით, რასაც აკეთებენ. მთავარია მონდომება და ინტერესი, მიჰყევით სტეპს – Step By Step.

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისი კონცეპტი ტრადიციულად წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მხარდამჭერია

მეცნიერებმა დეჟავიუს საპირისპირო ფენომენი შეისწავლეს