in

შვეიცარიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი კარიერის დასრულების შემდეგ მესაათე გახდა

მისი თქმით, ამ პროფესიასა და ფეხბურთს შორის, ბევრი საერთო ნახა. პროცესი სიამოვნებას ანიჭებს და ძალიან აზარტულია.

108 მატჩი შვეიცარიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, „ლაციო“, „არსენალი“, „იუვენტუსი“ და წარმატებული საფეხბურთო კარიერა – ვსაუბრობთ სტეფან ლიხშტაინერზე, ინტელექტუალ მცველზე, რომელიც ამ პოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

აქტიური და გამორჩეული საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი მშობლიურ შვეიცარიაში დაბრუნდა, ამჟამად კი, საათების ერთ-ერთ საწარმოში მესაათის პროფესიას ეუფლება. ყოველდღიურად განვითარებასა და ახალი პროფესიის კარგად დაუფლებას ცდილობს.

„როდესაც ბანკირობას გადაწყვეტ და გახდები, მთელი ცხოვრება ბანკირი ხარ, ხოლო როდესაც ფეხბურთელობას აირჩევ, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ კარიერას ასრულებ და ახალი პროფესიის ძებნას იწყებ, გინდა, რაიმე კვლავ აქტიურად აკეთო და პროცესში ჩართული იყო“, – ამბობს სტეფანი.

მისივე განცხადებით, ამ პროფესიასა და ფეხბურთს შორის, ბევრი საერთო ნახა, პროცესი სიამოვნებას ანიჭებს და ძალიან აზარტულია.

„სტეფანი საოცარი ადამიანია, როდესაც ჩვენთან მოვიდა და აქ მუშაობის სურვილი გაგვანდო, ცოტა გაგვიკვირდა, თუმცა ყველანი სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით, ის ახალ პროფესიას პასუხისმგებლობით ეკიდება, ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერია, გუნდში დადებითი აურა და განწყობა შემოაქვს“, – აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

Amazon საწყობის თანამშრომლების სამუშაო პროცესში “მინი-თამაშებს” იყენებს

“ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის მემორანდუმი განახლდა