in

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

კომპანია „აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის“ მხარდაჭერით, ფონდი „1ანობის“ ბენეფიციართა დასახმარებლად, სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ადამიანები — ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, ერეკლე დეისაძე, მაია დარსმელიძე და სხვები. სტეფანემ კონცერტზე ახალი ნამუშევარიც წარადგინა, რომლის პრემიერაც პირდაპირ ეთერში შედგა.

ეს ადამიანები ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

სტეფანეს საქველმოქმედო კონცერტი არის პირველი პროექტი, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის“ ფარგლებში გაიმართა. კონცერტი დასრულდა, თუმცა დონაცია, ერთი კვირის განმავლობაში, კვლავ შესაძლებელია, – აღნიშნავს ნინი გუჯაბიძე „აჭარაბეთის“ წარმომადგენელი.

სატელეფონო ნომერი:  0901 900 991

საქართველოს ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE48BG0000000162696882

თიბისი ბანკი
მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020
GE28TB7404836080100011

 

[R]

ქართული კომპანია Edison Tech Solutions სომხეთს სადეზინფექციო კაბინებს აჩუქებს

სად გავყიდო პროდუქცია ონლაინ, როცა საკუთარი ვებგვერდი არ მაქვს