in

სტეფანე გურგენიძე Amazon-ის გუნდს შეუერთდა!

რამდენიმე თვის წინ მარკეტერის მკითხველს შევატყობინეთ, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა, სტეფანე გურგენიძემ, Microsoft-ში  Software Developer-ის პოზიცია დაიკავა. ახლა კი მან მორიგ წარმატებას მიაღწია — იგი სექტემბრიდან Amazon-ში Software Development Engineer-ის პოზიციაზე იმუშავებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ Microsoft-ში დისტანციურად ვმუშაობდი, მქონდა სურვილი, რომ ადგილზე მუშაობის გამოცდილებაც მიმეღო, ამავდროულად მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მუშაობა სხვა დიდ კომპანიაშიც, სწორედ ამიტომ სივი Amazon-ში გავგზავნე“, — ამბობს სტეფანე.

რეზიუმეს გაგზავნის შემდეგ მან შესაბამისი ეტაპები გაიარა:

  • საწყისი ეტაპი — ონლაინ დავალება, რომელიც განსაზღვრულ დროში ალგორითმული ამოცანების ამოხსნას გულისხმობდა;
  • შუალედური ეტაპი — ერთსაათიანი ტექნიკური გასაუბრება;
  • ფინალური ეტაპი — ოთხი ერთსაათიანი ტექნიკური გასაუბრება ოთხ სხვადასხვა ამაზონელთან.

მიმდინარე წელს სტეფანე უნივერსიტეტს ამთავრებს და, როგორც თავად ამბობს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ბარსელონაში ცხოვრებასა და Amazon-ში მუშაობას გეგმავს. „პარალელურად კი მაგისტრატურისთვის მოვემზადები. ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია და, ალბათ, Amazon-ში მუშაობისასაც ბევრ საინტერესო რამეს აღმოვაჩენ, თუმცა ამ ეტაპზე სწავლის გაგრძელებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ვფიქრობ“. 

საგულისხმოა, რომ სტეფანეს, უნივერსიტეტში ჩაბარებისას, პროგრამირების კუთხით, არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონია და ყველაფერი შემდგომ ისწავლა. სწავლის პარალელურად, მეორე კურსიდან მუშაობა კომპანია AzRy-ში დაიწყო, Software Developer-ის პოზიციაზე, სადაც წელიწადი და სამი თვე მუშაობდა და არაერთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტში მიიღო მონაწილეობა, მაგალითად: POS-ტერმინალების გადახდების აპლიკაცია „მაკდონალდსისთვის“, ასევე ქუთაისისა და გორის სატრანსპორტო სისტემისთვის გადახდების თანამედროვე სისტემის შექმნა და სხვ.

როგორ ეხმარება ძილი ტვინს ემოციების მართვაში? — კვლევა

ICRHOME-ში NATERIAL-ის გარე ავეჯის 1000 კვ.მ-იანი შოურუმი გაიხსნა