in

სტეფ კარი ამერიკული რეკლამის გადაღებებზე ქართული წარმოების ფეხსაცმლით გამოჩნდა

აღნიშნულ მოდელზე ქართული წარწერა – „თავისუფლება“ არის დატანილი.

Sporti
Sporti

NBA-ს ვარსკვლავმა, Stephen Curry-მ ამერიკული რეკლამის გადაღებაზე CROSTY ONDA LIGHT GREY კიდევ ერთხელ მოირგო. კალათბურთელი ამერიკული ბრენდის, CarMax-ის საიმიჯო ვიდეორგოლში ქართული წარმოების ფეხსაცმლით გამოჩნდა. ამის ამსახველი ფოტო კი ბრენდის ოფიციალური „ფეისბუკის“ გვერდზე გავრცელდა. აღნიშნულ მოდელზე ქართული წარწერა – „თავისუფლება“ არის დატანილი.

„გოლდენ სტეიტ უორიორსი“ კალათბურთელი CROSTY-ს ფეხსაცმლით 2020 წელს, NBA-ს რამდენიმე მატჩს დაესწრო. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ბრენდი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ასევე, გასულ წელს, Crosty-ს ფეხსაცმლით გოლდენ სტეიტის კიდევ ერთი კალათბურთელი, კლეი ტომპსონიც დააფიქსირეს.

CROSTY ქართული ბრენდია, რომელიც 2015 წელს, ქართველმა ძმებმა: გიორგი და შოთა მიქაიებმა დააფუძნეს. 2 წლის წინ, ამ ბრენდის პარტნიორი ზაზა ფაჩულია გახდა.


რატომ არ სცემენ ადამიანები ჩემს საზღვრებს პატივს?

ვიდეო “Charlie Bit My Finger” აუქციონზე გაიყიდა, როგორც NFT