სტივენ კინგი საშინელებათა ჟანრის ოსტატი კი გახლავთ, მაგრამ როცა საქმე დიდ ეკრანს ეხება, მისი გემოვნება მოჩვენებებით სავსე სასტუმროებსა და მკვლელ ჯამბაზებს ბევრად სცილდება. ამაში მისი რჩეული ფილმების ჩამონათვალიც დაგარწმუნებთ, რომელიც X-ზე გააზიარა. ამ დროს კი მოურიდებლად მოიტოვა უკან თავისივე რომანების ზოგიერთი ადაპტაცია.
ხაზგასმით განაცხადა, რომ შერჩეული ნამუშევრები არ მოიცავდა ისეთ ნაწარმოებებს, როგორებიცაა Misery, The Shawshank Redemption, The Green Mile და Stand By Me, რომლებიც, თავის მხრივ, მისი წიგნების საუკეთესო ადაპტაციებად ითვლება. აქვეა The Shining-იც, რომლისგანაც დიდი ხანია დისტანცირებულია…
სტივენ კინგის რჩეულ ფილმებს შორის შეხვდებით მრავალ ჟანრს, რომელმაც მისი წარმოსახვა ჩამოაყალიბა… ისეთ ფილმებს, რომლებმაც კომპლექსური პერსონაჟების, დაძაბული თხრობისა და დასამახსოვრებელი ატმოსფეროს გამო დატოვა მასზე შთაბეჭდილება.
ჩამონათვალკი კი აი ასე გამოიყურება: Sorcerer (1977), The Godfather Part II (1974), The Getaway (1972), Groundhog Day (1993), Casablanca (1942), The Treasure of the Sierra Madre (1948), Jaws (1975), Mean Streets (1973), Close Encounters of the Third Kind (1977) და Double Indemnity (1944).

ეკლექტიკური სიაა, კლასიკა კომედიას ერწყმის და ჯუნგლების ოდისეამდეც აღწევს… აქცენტი 1970-იან წლების ფილმებზეც კეთდება, რა დროსაც The Godfather Part II, Mean Streets, Jaws და Close Encounters შეიქმნა — ეს ეპოქა კინგის, როგორც გამომცემელი ავტორის ადრეულ წლებს დაემთხვა და იმაზე მიუთითებს, რომ მისი გემოვნება და ხმა ერთმა პერიოდმა განსაზღვრა.
ზოგიერთი ფილმი კინგის ინტერესსაც უსვამს ხაზს ლიტერატურული ადაპტაციებისადმი. The Getaway, Jaws, Sorcerer, Double Indemnity — ყველა ნოველა იყო…












