წლევანდელი Spotlight Tech-ის მთავარი თემა „გაკვეთილები” იყო. ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრეს და სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, გაჯერებული იყო ინსპირაციის დიდი დოზით. ღონისძიებას, საერთო ჯამში, 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
Spotlight-ისა და სტეპის მეგობრობა უკვე წლებს ითვლის. ურთიერთობა, პირველ რიგში, საერთო ღირებულებებს, საერთო მიზნებს გულისხმობს და, რა თქმა უნდა, საერთო ხედვებს მოიცავს. ღონისძიება თავს უყრის ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს, ხოლო სტეპის მთავარი ღირებულება კი ადამიანის უწყვეტი განვითარება და მომავლისთვის მომზადებაა.
პროფესიების სწორად წარმოჩენას, განსაკუთრებით კი ტექმიმართულებით, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კარიერის სწორად განვითარებისთვის. Spotlight კი სწორედ ის ადგილია, სადაც პროფესიებზე – პროფესიონალები საუბრობენ და იმ გამოწვევებზე გვაფიქრებს, რაც კარიერის შექმნის დროს გხვდება. სტეპისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის მიერ კარიერაში გადადგმული პირველი ნაბიჯები. სწორედ ამიტომ, Spotlight Tech 2024-ზე შეირჩა ყველაზე უმცროსი სტუმარი და მას IT აკადემია STEP-საგან 100%-იანი დაფინანსება გადაეცა, მისთვის სასურველ ონლაინკურსზე.
გაიცანი Spotlight Tech 2024-ის ყველაზე პატარა მონაწილე, კომაროვის სკოლის მოსწავლე 15 წლის გიორგი პეტუაშვილი.
[პარტნიორის კონტენტი]