in

სტეპის მარტექის კურსი და ბრენდის კომუნიკაციის რეალური გამოცდილება

სტეპის მარტექის ჯგუფმა სწავლა წარმატებით დაასრულა. სერტიფიკატების გადაცემამდე, მათ საკუთარი გამოცდილება ტყავის არტიზანული აქსესუარების ქართული ბრენდის „კრეადორას” დამფუძნებელმა, დავით ვაშაკიძემ გაუზიარა და ისაუბრა იმაზე, თუ რა გზას გადის ბრენდი პროდუქტის შექმნიდან – კომუნიკაციამდე და გაყიდვებამდე.

დღეს ბაზარი მთლიანად შეცვლილია. მომხმარებელი აღარ ყიდულობს მხოლოდ პროდუქტს – მას სურს იცოდეს, ვინ დგას ამ პროდუქტის უკან, რას ნიშნავს ბრენდის ისტორია, რამდენად ენდობა მას და როგორ უჭერს მხარს მის ღირებულებებს. ამიტომ ციფრული მარკეტინგი, კონტენტი და ქოფირაითინგი გახდა აუცილებელი ნებისმიერი თანამედროვე პროფესიონალისთვის, იქნება ეს მარკეტერი, დიზაინერი, კომუნიკაციის სპეციალისტი თუ დამწყები მეწარმე. ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს ხარისხიანი პროდუქტი, მაგრამ წარმატებას აღწევს ის, ვინც სწორად ჰყვება საკუთარ ისტორიას.

სწორად აწყობილი ციფრული კომუნიკაცია ნიშნავს: რომ აუდიტორიამ გაგიცნოს, როგორც ბრენდი და არა, როგორც თითო-თითო პროდუქტი

სოციალურ მედიაში მხოლოდ პროდუქტის ფოტო ან ბანერი არ ქმნის ურთიერთობას. დღეს ადამიანებს აინტერესებთ პროცესები: რატომ არსებობს ბრენდი, რა პრობლემას წყვეტს, როგორ იქმნება პროდუქტი და ვინ ქმნის მას. ამიტომ ბრენდის სტრატეგია აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მშრალად მიწოდება, ეს არის ურთიერთობის ჩამოყალიბება აუდიტორიასთან, რომელიც გენდობა, რომელსაც ეიმედები და რომელსაც უყვარხარ.

რომ შენი ისტორია სწორად და მკაფიოდ გაიგოს მომხმარებელმა

კომუნიკაცია უნდა იყოს მარტივი, პირდაპირი და ემოციურად ახლოს მომხმარებელთან. თუ ბრენდის ისტორია სწორად არ არის გადმოცემული, მომხმარებელი ვერ ამჩნევს მას და ასეთ დროს გაყიდვები ხდება შემთხვევითი – მხოლოდ „იღბალზე” დამოკიდებული.

რომ გაყიდვები გახდეს პროგნოზირებადი და სისტემურად მართვადი

ბრენდს აღარ სჭირდება მუდმივად მხოლოდ ფასდაკლებები. სწორი კონტენტი, სტრატეგია და ხარისხიანი კომუნიკაცია ქმნის გაყიდვებს, რომლებიც არ იკარგება „ბუსტის” გარეშე.

მარტექის კურსდამთავრებულებისთვის, ეს შეხვედრა გახდა პრაქტიკული მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაში და რატომ ვერ გადავა ის შემდეგ ეტაპზე სწორი კომუნიკაციის გარეშე.

დღეს ყველა პროგრესული კომპანია ეყრდნობა ციფრული მედიის არხებს და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებისთვის კარიერულ გზას ამარტივებს. მარტექის სპეციალისტებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ დისტანციურად და სამუშაო მარტივად შეუთავსონ საკუთარი ცხოვრების სტილს. ამ მიმართულებით შეძლებ დასაქმდე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სხვადასხვა ბაზარზე.

ასე რომ – თუ ფიქრობ ან უკვე გაქვს საკუთარი ბიზნესწამოწყება, გსურს ისწავლო სრული ციფრული მარკეტინგი, კონტენტმენეჯმენტი, ქოფირაითინგი და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, გიყვარს კომუნიკაცია, ხარ ცნობისმოყვარე და ეძებ ახალ შესაძლებლობებს, სტეპის მარტექის კურსი შენთვისაა!

[პარტნიორის კონტენტი]

UG საერთაშორისო სკოლა COBIS-ის სრულფასოვანი წევრი გახდა – მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთაშორისო ხარისხისკენ

როგორ არ უნდა გავხდეთ მარკეტინგის მსხვერპლი? — 4 რჩევა მომხმარებლებისთვის