in

Steps- ჟურნალი ბავშვებისა და ბავშვობის შესახებ

Startauperi
Startauperi

irinaბოლო დროს, ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე ახალი ბეჭდური გამოცემა გამოჩნდა. ზოგი უკვე დაკავებულ, ზოგიც ჯერ თავისუფალ ნიშას იჭერს და ცდილობს ბაზარზე თავი დაიმკვიდროს, რასაც მხოლოდ ნაწილი ახერხებს.   გამოცემების ნაწილი კი, უბრალოდ, არსებობას წყვეტს.

“ბეჭდური მედიის წარმატებისთვის , პირველ რიგში, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა იკითხოს ჟურნალი. საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს ჟურნალების ყიდვისა და კითხვის ,,ტრენდი”. ჟურნალისტებმა, თავის მხრივ, უნდა მოამზადონ საინტერესო სტატიები, და ბოლოს, ბეჭდური მედიისთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სარეკლამო ბაზარი. კომპანიებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ ბეჭდური მედიის განვითარებაში, რაც გულისხმობს, მეტ რეკლამას მაღალი ხარისხის ჟურნალებში”,- ამბობს ჟურნალ Steps-ის ერთ-ერთ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ირინა ხიზანიშვილი.

ბაზარზე ჟურნალი Steps -იც   ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ირინა ხიზანიშვილი იმ ფაქტორებზე საუბრობს, რის გამოც, გამოცემა საინტერესო იქნება მკითხველისათვს.

“დედებს სხვების გამოცდილებას ვუზიარებთ, მკითხველი ვაცნობთ პროფესიონალების სასარგებლო რჩევებს, საინტერესო ავტორების ბლოგებს, ნაცნობ სახეებს მამების ამპლუაში, საბავშვო სიახლეებს”.

_MG_6441M: ვინ აკეთებს ჟურნალს ?

სალომე არშბა, ვიკა ბუკია, ნინო დარასელი, ეკა ადეიშვილი, მანანა მანჯგალაძე, ლაშა ღუღუნიშვილი, მარი ნაკანი. ასევე, მოწვეული ავტორები. ეს არის გუნდი, რომელიც ორიენტირებულია სიახლესა და პოზიტივზე. ყველა ავტორი არის ჟურნალისტი და საკმაოდ ვრცელ ბლოგებსა და სტატიებს თითოეული ნომრისთვის ამზადებენ. რაც შეეხება ფოტოგრაფებს, Steps-ი თანამშრომლობს სხვადასხვა ფოტო სტუდიასთან. ჩვენი მიზანია, ჟურნალში იყოს განსხვავებული ხედვა და ყველა რუბრიკა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

???4-1M: ვისთვის და რატომ შეიქმნა Steps-ი ?

ჟურნალის დამფუძნებლები სამნი ვართ. მე, ნინო აბაკელია და ელენე ბარათაშვილი. ჩვენ ბავშვობის მეგობრები, კლასელები და ახალგაზრდა დედები ვართ. გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ჟურნალი, რომელიც იქნებოდა პოზიტიური. ბავშვები, კი თავისთავად, პოზიტივია. ამიტომ, ვცდილობთ ამ თემის ირგვლივ ვიტრიალოთ – რესპონდენტები გადავიღოთ შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად, დავაბრუნოთ ისინი ბავშვობაში, ვასაუბროთ ცხოვრების ყველაზე უდარდელ ეტაპზე და რაც მთავარია, დედებს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია. ამაში პროფესიონალი რესპონდენტები გვეხმარებიან.   ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა მშობლები, ბებიები და ბაბუები. უფრო მეტად, ალბათ, ქალები – დედები. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აქტიური ცხოვრებით, ზრდიან შვილებს და მუშაობენ. არიან წარმატებულები კარიერასა და ოჯახში. არიან სიახლის მაძიებლები, სწრაფად იღებენ და აანალიზებენ ინფორმაციას. ქალები, რომლებსაც კითხვა უყვართ და ჩანთაში ყოველთვის აქვთ საინტერესო ჟურნალი.

kda3M: რატომ ბეჭდური გამოცემა?

მართალია, 21-ე საუკუნეში ყველა მიჯაჭვულია ინტერნეტს და “ონლაინ” მედიას, თუმცა, ვფიქრობთ, რომ როდესაც ხელში კარგი ხარისხის საინტერესო ჟურნალი გიჭირავს, მის წაკითხვაზე დიდი სიამოვნება ინტერნეტში კითხვა   ვერ იქნება.

 

M: “ონლაინ ” გამოცემაზე ხომ არ ფიქრობთ?

“ონლაინ” გამოცემა, შესაძლოა,   Steps-ს დაემატოს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოთხი ნომერი გვაქვს გამოცემული. ამიტომ, ვფიქრობ, ამაზე საუბარი მაინც ადრეა. თუმცა, ეს იდეა ჩვენს გუნდში უკვე გაჟღერდა.

 

steps

 

“DreamWorks”-ის და “IKEA”-ს ერთობლივი რეკლამების სერია

დააღწიე თავი ქვის ჯუნგლებს! – Harley Davidson