in

როგორ ვიყოთ ნაკლებად დაძაბული და მეტად პროდუქტიული?

თუკი საქმეზე ნაკლებად ხართ კონცენტრირებული და თავსაც ვერ გრძნობთ პროდუქტიულად, ეს თქვენი ბრალი არ არის. ნეირომეცნიერება გვიჩვენებს, რომ ჩვენი ტვინის ის ნაწილი, რომელიც ფოკუსირებაში გვეხმარება, მიმდინარე სტრესის გამო შეიძლება გადაიტვირთოს. თუმცა, ამას კარგი მხარეც აქვს. ნეირომეცნიერება გვეუბნება, რომ ამ ყველაფრის დარეგულირება 60 წამში შეგიძლიათ, თუკი საკუთარ სუნთქვას მიადევნებთ ყურადღებას. ეს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს, ამცირებს კორტიზოლის დონეს და შესაბამისად, თქვენს სტრესსაც. ეს ერთ-ერთი უბრალო მაგალითია, თუ როგორ შეუძლიათ მცირე ნაბიჯებს დიდი ცვლილებების გამოწვევა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დიდი და დრამატული ცვლილებები ცხოვრებაში, ზოგჯერ, დაუნდობლად საშიში ჩანს. ამიტომ, ცვლილების ერთეული უნდა შეცვალოთ – ერთი დიდი ნახტომიდან პატარა ნაბიჯებამდე დაიყვანოთ. იმის მიუხედავად, რამდენად დაკავებული ხართ, მართავთ ბიზნესს, სტარტაპს თუ, უბრალოდ, პროფესიონალური ან პირადი მიმართულებით ვითარდებით, მიკრონაბიჯები ძალიან დაგეხმარებათ.

აირჩიეთ დრო, ღამის საათებში, როდესაც ციფრულ გაჯეტებს გამორთავთ და სხვა ოთახში გაიტანთ

კვლევებით დასტურდება ძილსა და შრომისუნარიანობას შორის კავშირი. ამაზე დიდი კომპანიების ლიდერებიც ამახვილებენ ყურადღებას და ძილს ერთგვარ სუპერძალად განიხილავენ. ჯეფ ბეზოსის თქმით, რვასაათიანი ძილი მისი პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. თუკი ძილს მოიკლებთ, შესაძლოა, ორიოდე პროდუქტიული საათი დაიმატოთ, თუმცა, ეს პროდუქტიულობა ილუზიაა. ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი ტელეფონები ინახავენ იმ ინფორმაციას, რაც არ გვაძლევს ძილის საშუალებას. სწორედ ამიტომ, გადადეთ გაჯეტები და დაისვენეთ.

როცა სტრესის დონე მატულობს, ჯანსაღ ჩვევებს ორმაგი დრო დაუთმეთ

ძილი, ვარჯიში, სწორი კვება და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება ხშირად ეწირება საქმესა და წარმატებას. თუკი ბალანსის დაცვა გსურთ, მოგიწევთ საზღვრების დაწესება – დაასრულოთ სამუშაო დღე ადეკვატურ დროს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ჯერ არ დაგისრულებიათ მუშაობა.

სტრესულ პერიოდებში მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების ჩვევების გააქტიურება – კვება, ძილი, ვარჯიში. ეს საკუთარი თავის მიმართ მზრუნველობის ჟესტია და სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ.

გამოყავით დრო კონცენტრირებული მუშაობისათვის, სასურველია, ეს დილით გააკეთოთ

ჩვენი დღის, დაახლოებით, 39%-ს ვუთმობთ კონკრეტული ამოცანების შესრულებას. დანარჩენი იხარჯება ელ.ფოსტის შემოწმებაზე, ინფორმაციის მიღებაზე, კოლეგების მონიტორინგსა და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან დეტალებზე. მულტიფუნქციურობა არ არის გამოსავალი. პირიქით, ესაა ორი საქმის ერთდროულად კეთება, რაც არაოპტიმალური გამოსავალია. ამის ნაცვლად, შეადგინეთ განრიგი – განსაზღვრეთ, როდის არ უნდა შეგაწუხონ კოლეგებმა, რათა ფოკუსირების დრო გქონდეთ. კვლევების მიხედვით, პროდუქტიულობისთვის 30 წუთსაც კი აქვს მნიშვნელობა, თუმცა, 75-120 წუთი ითვლება ოპტიმალურად.

 

წყარო: inc.



პოსტერების კონკურსი – “რასაც ვუშავებთ ბუნებას – ვუშავებთ საკუთარ თავს”

პროკრედიტ ბანკმა ციფრული ბანკინგის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო!